ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი კომპლექსის მთავარი ტაძარია, რომლის მშენებლობასაც საფუძველი 2000 წელს ჩაეყარა დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინიციატივითა და წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის სამრევლოს აქტიური მონაწილეობით. ტაძარი, რომელშიც 2003 წლიდან აქტიურად აღევლინება ღვთისმსახურება, 2006 წლის 22 დეკემბერს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა. სწორედ 2003 წლიდან ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. ჯვართამაღლების […]
2021 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში უკვე ტრადიციადქცეული წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ტაძრის ეზოში, ღია ცის ქვეშ. საღამოს გახსნამდე შედგა ტელეხიდები არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველა მიმდინარე და სამომავლო პროექტი, რომლებსაც სამრევლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ახალგაზრდები უძღვებიან. მიმდინარე და სამომავლო პროექტები: ითარგმნება მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელის წიგნი, რომელიც […]
საქართველოს ეკლესიას შეემატა ახალი, უნიკალური მოზაიკური ფრესკა – აია სოფიას პანტოკრატორის ზუსტი ასლი, რომელიც გამოსახულია თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის კონქზე. ვ ი დ ე ო
2020 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაული გამორჩეულად აღნიშნა ტაძრის სამრევლომ – გაიმართა ქართველი ემიგრანტებისადმი მიძღვნილი “ქართული კუთხის” წარდგენის ღონისძიება ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში. საღამოს სპეციალური სტუმარი იყო ანსამბლი “ბასიანი”. ვ ი დ ე ო https://youtu.be/nFwlg33AEFo ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…
2020 წლის 19 აგვისტოს, ჩვენი უფლის ფერისცვალების დღესასწაული, განსაკუთრებული იყო ტაძრის სამრევლოსთვის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წირვის შემდგომ, საზეიმოდ იკურთხა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ახალი ტაძრის საძირკველი. ფ ო ტ ო
7 თებერვალს, საღამოს 8 საათზე, ,,ათონის დარბაზმა” ქვეყნის მთავარ წიგნთმცველს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, მწერალსა და პოეტს გიორგი კეკელიძეს უმასპინძლა თემით: ,,წიგნი და წიგნიერება“. საღამო ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ ნაწილში სტუმარმა ისაუბრა შერჩეული თემის გარშემო, შემდეგ კი პასუხობდა აუდიტორიის კიხვებს. საღამო განსაკუთრებით საინტერესო იყო ახალგაზრდებისთვის – სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის. შეხვედრაზე დასწრება, ტრადიციულად, […]
30 იანვარს, ათონის დარბაზში დაიწყო შეხვედრათა ახალი ციკლი – ,,მოვიაროთ საქართველო”. ციკლური საღამოების პირველი შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და გამორჩეულ კუთხეს – თ უ შ ე თ ს მოწვეულმა სტუმრებმა, ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ თუშეთის ტრადიციებსა და ზეპირსიტყვიერებაზე ისაუბრა, ხოლო ლოტბარმა, ლელა თათარაიძემ საღამო თუშური ჰანგებით გაალამაზა. ფოტოები იხილეთ მეტი… ვ ი დ ე ო […]
27 დეკემბერს ათონის დარბაზში 2019 წლის ბოლო ღონისძიება გაიმართა ჯგუფ ,,ალილოსთან” ერთად. საიუბილეო, შემოქმედებით საღამოზე გაიჟღერა ყველასათვის საყვარელმა სიმღერებმა ,,ალილოს” რეპერტუარიდან, რომლებიც ასე უხდება მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებს. საღამოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეტარებინათ 2019 წლის ბოლო პარასკევი საღამო თბილ და სადღესასწაულო გარემოში, დაესვათ კითხვები თავიანთი საყვარელი მომღერლებისთვის და ჰქონოდათ მათთან ცოცხალი კომუნიკაცია ღონისძიებას არ ჩაუვლია […]
2019 წლის 23 დეკემბერს, 20:00 საათზე, „ათონის დარბაზმა“ უმასპინძლა მსოფლიოსა და ევროპის არა ერთგზის ჩემპიონს, მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს. მან ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ტოპ 8-ში იასპარეზა და მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტული მოიპოვა. სტუმარმა, თავის მწვრთნელთან, ლადო ხუციშვილთან ერთად ისაუბრა სასპორტო ცხოვრების თავისებურებების, მთავარი გამოწვევების, ყველაზე დიდი სირთულეებისა და ღირებულებების შესახებ.
2019 წლის 13 დეკემბერს, ათონის დარბაზმა უმასპინძლა ღვთისმეტყველებისა და ფილოლოგიის დოქტორს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, თბილისის სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგეს – ედიშერ ჭელიძეს. საღვთისმეტყველო საუბრის თემა იყ ოგანღმრთობის ორი ეტაპი. მომხსენებელმა სხვადასხვა რაკურსით წარმოაჩინა ამ თემასთან დაკავშირებული საკითხები: თუ რას ნიშნავს ჰიპოსტასური, ანუ გვამოვნებითი განუყოფელობა ღმრთეებისა და კაცებისა.
2019 წლის 5 დეკემბერს, ათონის დარბაზმა თავისუფლების სულს – ჯაზს უმასპინძლა. საღამოზე გაიჟღერა კარგად ნაცნობმა და უცნობმა, ამერიკულმა და ქართულმა მუსიკამ. სტუმარი იყო ჯაზ დუეტი: მაია ბარათაშვილი (ვოკალი/ფორტეპიანო) გიორგი მელიქიშვილი(არანჟირება/გიტარა/ვოკალი)
2019 წლის 25 ოქტომბერს “ათონის დარბაზს” სტუმრობდა პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქართველი კარატისტი, პარიზის პრემიერ ლიგის ოქროს მედალოსანი და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის კანდიდატი გოგიტა არქანია. მსოფლიოს უძლიერესის ტიტულის მქონემ, საღამოს საპატიო სტუმრებთან, კარატეს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ, თემურ გიგნაძესთან, საბრძოლო ხელოვნების ექსპერტ, თემურ რამიშვილთან, საქართველოს შიტოკაი კარატედოს ფედერაციის მთავარ ინსტრუქტორ, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის […]