...

დედა სიმდაბლისა

ღმრთისმშობლის ხატზე „დედა სიმდაბლისა“ წარმოდგენილია ჯვარცმამდელი სცენა უფლის ამქვეყნიური ცხოვრებიდან.

 

შექმნის ისტორია

 

თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში 2019 წელს ტაძრის მღვდელმსახურ საბა თავაძეს გაუჩნდა იდეა, შექმნილიყო ღმრთისმშობლის ხატი სახელად „დედა სიმდაბლისა“. მისი ავტორობით არის შექმნილი ხატის ყოველი დეტალი: გამომეტყველება, ბაგეები, თვალები, ხელების მდგომარეობა, ფერები…

ხატის დედანი 2021 წელს მიბრძანდა კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციაში, მთავარი ასლი კი დავანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში. 

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უამრავი ადამიანის გამოხმაურების შედეგად ხატის ათიათასობით ასლი გავრცელდა. ამ დროისთვის მრავალი სამრევლოსა და სასულიერო პირის სურვილით ხატი „დედა სიმდაბლისა“ უკვე ჩაბრძანდა საქართველოს ეკლესია-მონასტრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლურ კერებში: საბერძნეთში, ათონის მთაზე, კვიპროსში, უკრაინაში, რუსეთში, ისლანდიაში, აშშ-ში და სხვა. 

ხატისთვის საგანგებოდ დაიწერა პარაკლისი, დაუჯდომელი, მწუხრ-ცისკრის მსახურება და მე-3 ხმის საგალობელი.

ხატზე ძე ღმერთი ადამიანური სიმდაბლით ღმრთისმშობლის წინაშე თავს დრეკს დედის ხელზე საამბორებლად და თან თავისი მაკურთხეველი მარჯვენითა და მეუფებრივი მზერით, ყოვლისმპყრობელურ ძალაუფლებას ავლენს. ღმრთისმშობელი კი, უფლის მიმართ კრძალულებიდან გამომდინარე, ხორციელად გაჩენილი შვილისთვის თავზე ხელის შეხებასაც ვერ ბედავს, რითიც სიმდაბლის, ჭეშმარიტი ღმრთისმოსაობის გზას გვისახავს.

სიახლეები

ლიტანიობა ხატით “დედა სიმდაბლისა” უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო და 24-საათიანი მსახურება ხატთან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის გათვალისწინებით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო,...

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.