ლიტანიობა ხატით “დედა სიმდაბლისა” უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო და 24-საათიანი მსახურება ხატთან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის გათვალისწინებით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, 2022 წლის 27 თებერვალს, ლიტურგიის დაწყებამდე აღესრულა ლიტანიობა ხატით “დედა სიმდაბლისა”.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ხსენებულ განსაცდელთან დაკავშირებით ჯვართამაღლების ტაძარში ხატთან “დედა სიმდაბლისა” აღესრულებოდა განუწყვეტელი, 24-საათიანი ღმრთისმსახურება, მათ შორის – ყოველდღიური ღამისთევის საღმრთო ლიტურგია.

იხილეთ სამრევლოს ტექნიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ვიდეო (ვიდეო ითარგმნა ინგლისურ, ბერძნულ, უკაინულ, რუსულ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებზე):