არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის სტუმრობა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში | 17.09.2023
ჯვართამაღლების ტაძარში მამა ეფრემის რიგით მე-3 სტუმრობის ფარგლებში, საღმრთო ლიტურგიის
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერას. განათლების კერის ხელმძღვანელად კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაინიშნა ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური საბა თავაძე.
საგანმანათლებლო კერის მნიშვნელობა განსაზღვრულია თანამედროვე საქართველოში არსებული სულიერი, სოციალურ-ჰუმანიტარული, თუ სხვადასხვა ტექნიკურ-სამეცნიერო, გამოწვევის შესატყვისად. Განათლების კერის მთავარ ნაწილს წარმოადგენს დიდი საკონფერენციო-სააქტო დარბაზი, რომელიც განკუთვნილი იქნება სხვადასხვა შინაარსის შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის. ასევე იქნება: უსასყიდლო ბიბლიოთეკა, პირველადი დახმარების უფასო კაბინეტი, Wi-Fi, მცირე უფასო სამზარეულო და სხვა.
წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერა იქნება ნიჭიერი ადამიანების მოძიების სივრცე – ადგილი, სადაც ყოველ ადამიანს სრულიად უსასყიდლოდ მიეცემა თავისი ნიჭების რეალიზების შესაძლებლობა.
ჯვართამაღლების ტაძარში მამა ეფრემის რიგით მე-3 სტუმრობის ფარგლებში, საღმრთო ლიტურგიის
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის მიერ საფუძველი
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების ახალი
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსი წარმოგიდგენთ ინტერვიუთა ციკლს “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი
WWW.EVQARISTIA.GE ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის სამრევლოს მიერ შექმნილი პროექტია, რომლის ისტორიაც 2020 წლიდან იწყება.
ვებ-გვერდი “ევქარისტია.ჯი” უნიკალური მისიონერული პლატფორმაა, იგი მთლიანად ქართულია და მოიცავს: მსოფლიო საეკლესიო სიახლეებს, ქრისტიანული სამყაროს თანამედროვე, წმინდა მამებისა და მოღვაწეების ნაშრომებს, საავტორო ბლოგებსა და სტატიებს.
ყველა სტატია თუ ამონარიდი ითარგმნება ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში მოხალისეობრივად ჩამოყალიბებული მთარგმნელობითი ჯგუფების მიერ. სტატიებზე თანდართული ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალები კი შექმნილია ჯვართამაღლების სამრევლოს ტექნიკური ჯგუფის მიერ, ან – მოძიებულია მსოფლიო მართლმადიდებლური პორტალებიდან.
ვებ-გვერდი არსობრივად წარმოადგენს არა მხოლოდ ინტერნეტ-პორტალს, არამედ – პირველ ეტაპს იმ დიდი პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს წმინდა, თანამედროვე მამების სიტყვების გავრცელებას და ამ ფორმით ღვთის დიდებას.
WWW.EVQARISTIA.GE – ს გააჩნია საკუთარი უნიკალური ლოგო.