...

პანტოკრატორი
_________________________

მას შემდეგ, რაც აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, ჯვართამაღლების სამრევლოში გაჩნდა იდეა, რომ ამ დიდებული ტაძრის მაცხოვრის უმნიშვნელოვანესი ფრესკა – “პანტოკრატორი”, ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშის ასლი ჯვართამაღლების ტაძრის კონქზეც ყოფილიყო. მოზაიკის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არის ორიგინალის ზუსტი ასლი დაზიანებული ნაწილების და ხარვეზების გათვალისწინებით, რითიც მსურველებს ეძლევათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, მოილოცონ  მაცხოვრის ერთ-ერთი უნიკალური მოზაიკის ნიმუში.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.