13-დან 14 ივლისზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ბერ იოსებ...
13-დან 14 ივლისზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ბერ იოსებ...
10/11 ივლისის ღამეს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღინიშნა ღირსი სოფრონ ინგლისელის...
29 ივნისის ღამეს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების...
2022 წლის 4 მაისს, ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, ჯვართამაღლების ტაძარში...
მამა თეოდორე წმ.ეფრემ კატუნაკელის შესახებ 2021 წლის 13 ივლისს ჯვართამაღლების...
2022 წლის 8 აპრილს, ჯვართამაღლების ტაძართან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის გათვალისწინებით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, 2022 წლის...
2021 წლის 4 ნოემბერს ჯვართამაღლების ტაძარში აღევლინა პირველი პარაკლისი ხატთან...
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ისტორია 2000 წლიდან იწყება, როდესაც დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინიციატივითა და თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის სამრევლოს ჩართულობით, ბახტრიონზე, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის 14 ნომერში საფუძველი ჩაეყარა ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის მშენებლობას. იმ პერიოდში ტაძრის ამჟამინდელი ტერიტორია 112-ე საბავშვო ბაღს ეკუთვნოდა, რომლის დირექტორის, დარეჯან სოხაძის, ინიციატივითა და მოწადინებით იგი ეკლესიას გადაეცა ტაძრის მშენებლობისთვის.
2003 წელი ჯვართამაღლების ტაძრისთვის თარიღდება ინტენსიური ღმრთისმსახურების დაწყების წლად, ხოლო 2006 წლის 22 დეკემბერს ტაძარი აკურთხა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).
2011 წელს სატაძრო კომპლექსს შეემატა წმინდა ნინოს სახელობის ბაზილიკა, რომელიც 2015 წლის 10 თებერვალს მიტროპოლიტმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა.
2020 წლის 22 ივლისს ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აკურთხა სატაძრო კომპლექსის რიგით მე-3, წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარი, რომელიც მსოფლიოში, საერო სივრცეში, ღირსი მამის სახელობის პირველი ტაძარია.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში დაარსდა წმ. Გრიგოლ ხანძთელის სახელობის საგანმანათლებლო კერა, რომლის ხელმძღვანელადაც უწმიდესისავე კურთხევით დაინიშნა ტაძრის მღვდელმსახური, საბა თავაძე.
დღეს სატაძრო კომპლექსი თავის თავში მოიცავს ასევე დამხმარე შენობებს: ოთახს წინამძღვრისთვის, სააღმსარებლო და მოსასვენებელ ოთახებს სასულიერო პირებისთვის, სამუშაო ოთახებს სამრევლოს ახალგაზრდული ჯგუფებისთვის, მოსასვენებლ ოთახს დიასახლისებისთვის, სამზარეულოს, სატრაპეზოსა და საეკლესიო მაღაზიას. გარდა ამისა – ათონის წმინდა მთის სახელობის სააქტო დარბაზს, სეფისკვერების საცხობს, სანთლის დასამზადებელ მცირე საამქროს, გამომცემლობასა და ხმის ჩამწერ სტუდიას.
კომპლექსის გამშვენებასა და აღმშენებლობაზე მუშაობა დღესაც გრძელდება: სულ მალე დასრულდება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ახალი ტაძარი, რომლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ასევე: წყალკურთხევის ემბაზი, სამრეკლო, ახალი დამხმარე ნაგებობა, ახალი სასანთლე, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, ფანჩატური, ფანტანი, წყარო და მოპირკეთებული ეზო, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ადგილი ქალაქის მასშტაბით.
ლოგო და ბეჭედი
ჯვართამაღლების ტაძრის ლოგო 2020 წელს შეიქმნა. Მასზე წარმოდგენილია ბარძიმი, კოვზი და სკვნილი, რაც აღნიშნავს ჩვენს სურვილსა და მზაობას – მუდამ ვეძებდეთ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრებითა და მისი წმინდა სახელის მოუკლებელი მოხმობით.
იგივე ლოგოა გამოსახული ტაძრის ოფიციალურ ბეჭედზეც.
ვებგვერდი მუშაობს საცდელ რეჟიმში X