...

რიგით მე-3 დისტანციური შეხვედრა არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან

2022 წლის 31 იანვარს, “ათონის დარბაზის” (www.atonisdarbazi.ge) ინიციატივითა და პორტალ “პემპტუსიას” (www.pemtousia.gr) თანამშრომლობით, შედგა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის იღუმენის – არქიმანდრიტ ეფრემის რიგით მე-3 დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და ტაძრის სამრევლოსთან.

ტელეხიდს, რომელიც თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, 500-მდე ადამიანი ესწრებოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა; სამრევლოს ახალგაზრდებმა მამა ეფრემს სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრაქტიკული კითხვები დაუსვეს.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.