2019 წლის 25 ოქტომბერს “ათონის დარბაზს” სტუმრობდა პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქართველი კარატისტი, პარიზის პრემიერ ლიგის ოქროს მედალოსანი და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის კანდიდატი გოგიტა არქანია.

მსოფლიოს უძლიერესის ტიტულის მქონემ, საღამოს საპატიო სტუმრებთან, კარატეს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ, თემურ გიგნაძესთან, საბრძოლო ხელოვნების ექსპერტ, თემურ რამიშვილთან, საქართველოს შიტოკაი კარატედოს ფედერაციის მთავარ ინსტრუქტორ, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის მწვრთნელ და WKF საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელ, ლაშა კოდუასთან ერთად ისაუბრა კარატეს, როგორც საბროძოლო ხელოვნების შემოქმედებითობასა და ფილოსოფიაზე.

სტუმრებმა გაიხსენეს თავიანთი ხანგრძლივი და რთული სპორტული საქმიანობის მანძილზე თავს გადახდენილი დასამახსოვრებელი და სახალისო ისტორიები, ისაუბრეს განვლილი წლებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რჩევები მისცეს მომავალი მებრძოლების მშობლებს.

ფოტო

[visual_portfolio id="7612"]

Comments

mood_bad
  • No comments yet.
  • Add a comment