ჯვართამაღლების ტაძარი

ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი კომპლექსის მთავარი ტაძარია, რომლის მშენებლობასაც საფუძველი 2000 წელს ჩაეყარა დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინიციატივითა და წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის სამრევლოს აქტიური მონაწილეობით. 

 

ტაძარი, რომელშიც 2003 წლიდან აქტიურად აღევლინება ღვთისმსახურება, 2006 წლის 22 დეკემბერს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა. სწორედ 2003 წლიდან ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. 

 

ჯვართამაღლების ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარში არსებული ყველა ხატი საგანგებოდაა შექმნილი მსგავსი ფერებითა და საერთო სტილით ხატმწერ ლაშა დარბუაშვილის მიერ.

 

ტაძრის ინტერიერში ყურადღება გამახვილებულია თითოეულ საღვთისმსახურო დეტალსა და გამშვენებაზე, რათა ღვთისმსახურება მაქსიმალური წესრიგით აღესრულოს და ყველა პირობა იყოს მრევლის მსახურებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის.

 

პანტოკრატორი

 

ჯვართამაღლების ტაძრის კონქს 2021 წლის მარტიდან ამშვენებს მაცხოვრის ცნობილი მოზაიკური ფრესკა „პანტოკრატორი”. მოზაიკა აია-სოფიას ტაძრის „პანტოკრატორის” ზუსტი ასლია (დაზიანებული ნაწილების გათვალისწინებით) და მისი შექმნით მსურველებს განსაკუთრებული შესაძლებლობა მიეცათ, მოილოცონ ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშის ასლი

 
[visual_portfolio id="6018"]