...

წლის შემაჯამებელი საღამო ჯვართამაღლების ტაძარში

2021 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში უკვე ტრადიციადქცეული წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ტაძრის ეზოში, ღია ცის ქვეშ. საღამოს გახსნამდე შედგა ტელეხიდები არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველა მიმდინარე და სამომავლო პროექტი, რომლებსაც სამრევლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ახალგაზრდები უძღვებიან.

მიმდინარე და სამომავლო პროექტები:

  • ითარგმნება მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელის წიგნი, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ევქარისტია, ლოცვა, სიყვარული, ოჯახი და სხვა.
  • მიმდინარეობს არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის წიგნზე მუშაობა. წიგნი მოიცავს მამა ეფრემის საქართველოში ორჯერ ვიზიტისას გამართული შეხვედრების ტექსტად ქცეულ მასალას.
  • მალე დასრულდება მუშაობა ფილმზე “იოსებ ისიქასტის სკოლა და მემკვიდრეობა”, რომლის იდეის ავტორი და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი არის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, საბა თავაძე. გადაღებები მიმდინარეობდა კვიპროსში, საბერძნეთსა და ამერიკაში. ფილმში გამოყენებული ვიდეო და ფოტო მასალა გადაღებულია შემოქმედებითი ჯგუფის მიერ.

ნაჩვენები იყო სატაძრო კომპლექსში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, განხილული იყო მოხალისეობრივი საქმიანობები და პანდემიასთან ბრძოლის დროს მიღებული ზომები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მთელი სამრევლოსთვის.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სამრევლოს მეგობრები: სახელმწიფო ანსამბლი “ბასიანი” და მომღერალი მაია ბარათაშვილი.

ღონისძიების დასაწყისში სასულიერო დასმა და დამსწრე საზოგადოებამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.