...

რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსთან

2021 წლის 6 სექტემბერს, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, შედგა ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით.

მიტროპოლიტ იეროთეოსთან პირველი ტელეხიდისგან განსხვავებით, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, ამჯერად ტაძრის სამრევლო შეხვედრაში „Zoom“ პლატფორმის საშუალებით იღებდა მონაწილეობას.

ტელეხიდი 3 საათის განმავლბაში გრძელდებოდა და მას 200-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრის პირველ ნაწილში მიტროპოლიტმა იეროთეოსმა ისაუბრა, ხოლო მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს აზალგაზრდებმა მეუფეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური სულიერი საკითხების შესახებ დაუსვეს კითხვები.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.