კატეგორია: სიახლეები

თებ 22
ლიტანიობა ხატით “დედა სიმდაბლისა” უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო და 24-საათიანი მსახურება ხატთან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის გათვალისწინებით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, 2022 წლის 27 თებერვალს, ლიტურგიის დაწყებამდე აღესრულა ლიტანიობა ხატით “დედა სიმდაბლისა”. მიმდინარე კვირის განმავლობაში ხსენებულ განსაცდელთან დაკავშირებით ჯვართამაღლების ტაძარში ხატთან “დედა სიმდაბლისა” აღესრულებოდა განუწყვეტელი, 24-საათიანი ღმრთისმსახურება, მათ შორის – ყოველდღიური ღამისთევის საღმრთო ლიტურგია. იხილეთ სამრევლოს ტექნიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ვიდეო (ვიდეო ითარგმნა ინგლისურ, ბერძნულ, უკაინულ, რუსულ, ფრანგულ […]

  • "დედა სიმდაბლისა"
თებ 16
მირქმის საუფლო დღესასწაული 2022

2022 წლის 14 თებერვლიდან 15 თებერვალზე გარდამავალი მირქმის სადღესასწაულო ღამისთევის საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ. მირქმის დღესასწაული ჯვართამაღლების ტაძარში განსაკუთრებულად აღინიშნა: ზიარების დროს, სეფისკვერებთან ერთად, ლიტურგიაზე მომსვლელებს გამშვენებული სანთლები დაურიგდათ. წირვის შემდგომ კი სამღვდელო დასი და სამრევლო დღესასწაულს განსაკუთრებული საზეიმო განწყობით, ლიტანიობით მიეგება. დღესასწაულის წინა დღეს, მირქმის საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, აღესრულა […]

ნოე 22
წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრის კურთხევის დღე

2021 წლის 22 ივლისის ღამისთევის საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში აღავლინა ტაძრის წინამძღვამრა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.  22 ივლისი ტაძრის სამრევლოსთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი თარიღია: 2020 წლის 22 ივლისი ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრის კურთხევის დღეა (ღვთისმსახურების დაწყებიდან ერთი წლის თავი) – ტაძრის, რომელიც მსოფლიო საერო სივრცეში ღირსი […]

ნოე 06
პირველი პარაკლისი ხატთან  “დედა სიმდაბლისა”

2021 წლის 4 ნოემბერს ჯვართამაღლების ტაძარში აღევლინა პირველი პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა”. პარაკლისი აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამსახურ სასულიერო პირებთან ერთად. პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა” აღევლინება ჯვართამაღლების ტაძარში ყოველ ხუთშაბათს 19:30 სთ-ზე. “დედა სიმდაბლისა” ჯვართამაღლების ტაძარში ახლადშექმნილი ხატია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. იდეის ავტორია ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, საბა თავაძე, ხოლო ხატმწერი – […]

ოქტ 23
წმინდა მღვდელმთავარ კალენიკე ედესელის წმინდა ნაწილის ჩამობრძანება

ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის კეთილი ნებითა და კურთხევით დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის სამრევლოს საჩუქრად გადაეცა მიტროპოლიტის მოძღვრის, ახლადკანონიზირებული წმინდანის, მღვდელმთავარ კალენიკე ედესელის წმინდა ნაწილი. 2021 წლის 21 აგვისტოს ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე სამღვდელო დასი და სამრევლო დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნაწილს განსაკუთრებულო საზეიმო პატივით, ლიტანიობით მიეგება.  ვ ი დ ე ო

ოქტ 23
ბერ იოსებ ვატოპედელის ნაწილთა აღმოყვანების მსახურება

20 ოქტომბერს, ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტერში აღევლინა ბერ იოსებ ვატოპედელის საფლავის გახსნისა და ნაწილთა აღმოყვანების მსახურება. Მსახურებაზე მიწვეულები იყვნენ: თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მღვდელი საბა თავაძე.  Მსახურებას ასევე ესწრებოდნენ: მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი, მახერას მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი ეპიფანე, ამათუნდელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, სიმონა-პეტრას მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ელისე (მამა ემილიანე სიმონა-პეტრელის მემკვიდრე), გრიგორიუს […]

ოქტ 22
წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატის მობრძანება

2021 წლის 15 ივლისს ჯვართამაღლების ტაძრის ხატთა კრებულს შეემატა წმინდა დიდმოწამე გიორგის საგანგებოდ დაწერილი ხატი, რომელსაც ლიტურგიის დაწყებამდე სამღვდელო დასი და სამრევლო საზეიმო პატივით მიეგება.   ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში. ვ ი დ ე ო

ოქტ 22
კეთილგონიერი (ჯვარცმული) ავაზაკის ხატის მობრძანება

2021 წლის 14 მარტს, ჯვართამაღლების ხატთა კრებულს შეემატა კეთილგონიერი (ჯვარცმული) ავაზაკის საგანგებოდ დაწერილი ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში. 

სექ 29
წლის შემაჯამებელი საღამო ჯვართამაღლების ტაძარში

2021 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში უკვე ტრადიციადქცეული წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ტაძრის ეზოში, ღია ცის ქვეშ. საღამოს გახსნამდე შედგა ტელეხიდები არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველა მიმდინარე და სამომავლო პროექტი, რომლებსაც სამრევლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ახალგაზრდები უძღვებიან. მიმდინარე და სამომავლო პროექტები: ითარგმნება მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელის წიგნი, რომელიც […]

სექ 08
რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსთან

2021 წლის 6 სექტემბერს, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, შედგა ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. მიტროპოლიტ იეროთეოსთან პირველი ტელეხიდისგან განსხვავებით, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, ამჯერად ტაძრის სამრევლო შეხვედრაში „Zoom“ პლატფორმის საშუალებით იღებდა მონაწილეობას. ტელეხიდი 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას 200-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრის პირველ […]

სექ 04
ლიტურგია მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში

2021 წლის 4 სექტემბერს, მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა – დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს დიდი ნაწილის მონაწილეობით. ფ ო ტ ო

სექ 03
რიგით მე-2 ტელეხიდი ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესთან

2021 წლის პირველ სექტემბერს, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, შედგა ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. ტელეხიდი 1.5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას სამრევლოს 100-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური კითვები დაუსვეს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით.