წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრის კურთხევის დღე

2021 წლის 22 ივლისის ღამისთევის საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში აღავლინა ტაძრის წინამძღვამრა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ. 

22 ივლისი ტაძრის სამრევლოსთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი თარიღია: 2020 წლის 22 ივლისი ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრის კურთხევის დღეა (ღვთისმსახურების დაწყებიდან ერთი წლის თავი) – ტაძრის, რომელიც მსოფლიო საერო სივრცეში ღირსი მამის სახელობის პირველია. 

წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარი ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის გამორჩეული ნაგებობაა. ტაძრის უნიკალური არქიტექტურული ფორმები საგანგებოდაა შექმნილი და ღვთისმსახურებებისთვის გამორჩეულად მყუდრო გარემოს ქმნის.