ბერ იოსებ ვატოპედელის ნაწილთა აღმოყვანების მსახურება

20 ოქტომბერს, ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტერში აღევლინა ბერ იოსებ ვატოპედელის საფლავის გახსნისა და ნაწილთა აღმოყვანების მსახურება. Მსახურებაზე მიწვეულები იყვნენ: თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მღვდელი საბა თავაძე. 

Მსახურებას ასევე ესწრებოდნენ: მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი, მახერას მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი ეპიფანე, ამათუნდელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, სიმონა-პეტრას მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ელისე (მამა ემილიანე სიმონა-პეტრელის მემკვიდრე), გრიგორიუს მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ქრისტეფორე (მამა გიორგი კაფსანისის მემკვიდრე), კალამარიის მიტროპოლიტი იუსტინე, მესოპოტამოს მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი პაისი, სიმვულასის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნილოსი.

Მსახურების შემდეგ გაიმართა ჩვენი მამების შეხვედრები ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესა და არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან.

აგრეთვე, პორტალმა “პემპტუსიამ” ( www.Pemptousia.tv) ჩაწერა ინტერვიუ მამა თეოდორესთან.