2019 წლის 23 დეკემბერს, 20:00 საათზე, „ათონის დარბაზმა“ უმასპინძლა მსოფლიოსა და ევროპის არა ერთგზის ჩემპიონს, მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს. მან ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ტოპ 8-ში იასპარეზა და მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტული მოიპოვა. სტუმარმა, თავის მწვრთნელთან, ლადო ხუციშვილთან ერთად ისაუბრა სასპორტო ცხოვრების თავისებურებების, მთავარი გამოწვევების, ყველაზე დიდი სირთულეებისა და ღირებულებების შესახებ.
2019 წლის 13 დეკემბერს, ათონის დარბაზმა უმასპინძლა ღვთისმეტყველებისა და ფილოლოგიის დოქტორს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, თბილისის სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგეს – ედიშერ ჭელიძეს. საღვთისმეტყველო საუბრის თემა იყ ოგანღმრთობის ორი ეტაპი. მომხსენებელმა სხვადასხვა რაკურსით წარმოაჩინა ამ თემასთან დაკავშირებული საკითხები: თუ რას ნიშნავს ჰიპოსტასური, ანუ გვამოვნებითი განუყოფელობა ღმრთეებისა და კაცებისა.
2019 წლის 5 დეკემბერს, ათონის დარბაზმა თავისუფლების სულს – ჯაზს უმასპინძლა. საღამოზე გაიჟღერა კარგად ნაცნობმა და უცნობმა, ამერიკულმა და ქართულმა მუსიკამ. სტუმარი იყო ჯაზ დუეტი: მაია ბარათაშვილი (ვოკალი/ფორტეპიანო) გიორგი მელიქიშვილი(არანჟირება/გიტარა/ვოკალი)
2019 წლის 25 ოქტომბერს “ათონის დარბაზს” სტუმრობდა პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქართველი კარატისტი, პარიზის პრემიერ ლიგის ოქროს მედალოსანი და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის კანდიდატი გოგიტა არქანია. მსოფლიოს უძლიერესის ტიტულის მქონემ, საღამოს საპატიო სტუმრებთან, კარატეს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ, თემურ გიგნაძესთან, საბრძოლო ხელოვნების ექსპერტ, თემურ რამიშვილთან, საქართველოს შიტოკაი კარატედოს ფედერაციის მთავარ ინსტრუქტორ, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის […]
2019 წლის 8 თებერვალს ათონის დრბაზში ნიკოლოზ ხომასურიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის “დიდგორის” ჩვენება გაიმართა. საღამოს რეჟისორის გარდა სტუმრობდა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი. ჩვენება განსაკუთრებულ ატმოსფეროში შედგა: ფილმის ავტორმა და რეჟისორმა, მასში მონაწილე მსახიობებთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გაიხსენა საინტერესო ისტორიები გადასაღები მოედნიდან, უპასუხა მაყურებლის კითხვებს, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. უშუალოდ კინოჩვენება კი მისი თხრობის ფონზე წარიმართა. ათონის დარბაზი […]
2018 წლის 27 დეკემბერს ათონის დარბაზში მსახიობმა მურმან ჯინორიამ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო პოეზიისა და სამსახიობო ოსტატობის მოყვარულებს. ქართველმა მსახიობმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური წესით წაიკითხა გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, ტერენტი გრანელის, შოთა ნიშნიაძინის, მურმან ლებანიძისა და სხვათა ლექსები. შეხვედრა სალონურ ფორმატში წარიმართა: სტუმრის ლექსებს ცვლიდა მაყურებლის ოვაცია და კითხვები, რომლებიც ეხებოდა ლექსის წაკითხვის ხელობას, […]