2018 წლის 27 დეკემბერს ათონის დარბაზში მსახიობმა მურმან ჯინორიამ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო პოეზიისა და სამსახიობო ოსტატობის მოყვარულებს. ქართველმა მსახიობმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური წესით წაიკითხა გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, ტერენტი გრანელის, შოთა ნიშნიაძინის, მურმან ლებანიძისა და სხვათა ლექსები.

 

შეხვედრა სალონურ ფორმატში წარიმართა: სტუმრის ლექსებს ცვლიდა მაყურებლის ოვაცია და კითხვები, რომლებიც ეხებოდა ლექსის წაკითხვის ხელობას, ათასიდან სწორედ იმ ერთი ლექსის შერჩევის პრინციპს, სხვის შექმნილში და უკვე მრავალჯერ წაკითხულში საკუთარი თავის პოვნის ხელოვნებას და ა. შ. 

ფოტო

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Comments

mood_bad
  • No comments yet.
  • Add a comment