კატეგორია: “ათონის დარბაზის” შეხვედრები

დეკ 13
განღმრთობის ორი ეტაპი-საღვთისმეტყველო საუბრები ედიშერ ჭელიძესთან

2019 წლის 13 დეკემბერს, ათონის დარბაზმა უმასპინძლა ღვთისმეტყველებისა და ფილოლოგიის დოქტორს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, თბილისის სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგეს – ედიშერ ჭელიძეს.  საღვთისმეტყველო საუბრის თემა იყ ოგანღმრთობის ორი ეტაპი. მომხსენებელმა სხვადასხვა რაკურსით წარმოაჩინა ამ თემასთან დაკავშირებული საკითხები: თუ რას ნიშნავს ჰიპოსტასური, ანუ გვამოვნებითი განუყოფელობა ღმრთეებისა და კაცებისა.

დეკ 12
ახალი მხატვრული ფილმის “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე” ჩვენება

2019 წლის 12 დეკემბერს ათონის დარბაზში გაიმართა ბექა სიხარულიძის ფილმის „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ჩვენება. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირველებს ენახათ ძალიან საინტერესო ფილმი, რომლის სიუჟეტი 90-იანი წლების თბილისში ვითარდება ქალაქში, რომელშიც ექიმს უწევს გააკეთოს საბედისწერო არჩევანი საკუთარ ოჯახსა და სხვის სიცოცხლეს შორის.

დეკ 08
ჯაზის საღამო ათონის დარბაზში (05.12.2019)

2019 წლის 5 დეკემბერს, ათონის დარბაზმა თავისუფლების სულს – ჯაზს უმასპინძლა. საღამოზე გაიჟღერა კარგად ნაცნობმა და უცნობმა, ამერიკულმა და ქართულმა მუსიკამ. სტუმარი იყო ჯაზ დუეტი: მაია ბარათაშვილი (ვოკალი/ფორტეპიანო) გიორგი მელიქიშვილი(არანჟირება/გიტარა/ვოკალი) 

ოქტ 26
კარატე • შემოქმედებითი ფილოსოფია

2019 წლის 25 ოქტომბერს “ათონის დარბაზს” სტუმრობდა პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქართველი კარატისტი, პარიზის პრემიერ ლიგის ოქროს მედალოსანი და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის კანდიდატი გოგიტა არქანია. მსოფლიოს უძლიერესის ტიტულის მქონემ, საღამოს საპატიო სტუმრებთან, კარატეს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ, თემურ გიგნაძესთან, საბრძოლო ხელოვნების ექსპერტ, თემურ რამიშვილთან, საქართველოს შიტოკაი კარატედოს ფედერაციის მთავარ ინსტრუქტორ, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის […]

თებ 08
ნიკოლოზ ხომასურიძის “დიდგორის” ჩვენება ათონის დარბაზში

2019 წლის 8 თებერვალს ათონის დრბაზში ნიკოლოზ ხომასურიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის “დიდგორის” ჩვენება გაიმართა. საღამოს რეჟისორის გარდა სტუმრობდა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი. ჩვენება განსაკუთრებულ ატმოსფეროში შედგა: ფილმის ავტორმა და რეჟისორმა, მასში მონაწილე მსახიობებთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გაიხსენა საინტერესო ისტორიები გადასაღები მოედნიდან, უპასუხა მაყურებლის კითხვებს, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. უშუალოდ კინოჩვენება კი მისი თხრობის ფონზე წარიმართა. ათონის დარბაზი […]

დეკ 27
შეხვედრა მურმან ჯინორიასთან

2018 წლის 27 დეკემბერს ათონის დარბაზში მსახიობმა მურმან ჯინორიამ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო პოეზიისა და სამსახიობო ოსტატობის მოყვარულებს. ქართველმა მსახიობმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური წესით წაიკითხა გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, ტერენტი გრანელის, შოთა ნიშნიაძინის, მურმან ლებანიძისა და სხვათა ლექსები.   შეხვედრა სალონურ ფორმატში წარიმართა: სტუმრის ლექსებს ცვლიდა მაყურებლის ოვაცია და კითხვები, რომლებიც ეხებოდა ლექსის წაკითხვის ხელობას, […]