“წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” მიერ მომზადებული პროექტის “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” მეორე სერიაში წარმოდგენილია ინტერვიუ სიმვულას წმ.გიორგის მონასტრის (ლიმასოლის ეპარქია, კვიპროსი) წინამძღვართან, არქიმანდრიტ ნილოსთან, რომელიც პასუხებს სცემს პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვებს. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელი საბა თავაძე; პროექტის ფარგლებში გამოყენებული ყველა ფოტო თუ ვიდეომასალა გადაღებული და […]
14 ივნისს ჯვართამაღლების ტაძრის ინიციატივით და პორტალ “Pemptousia”-ს ორგანიზებით გაიმართა დისტანციური შეხვედრა ინგლისიდან წმ.სოფრონ ინგლისელის (სახაროვი) სულიერ მემკვიდრესთან, არქიმანდრიტ ზაქარია ზაქარუსთან. თავდაპირველად არქიმანდრიტმა ზაქარიამ ისაუბრა, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის თემა იყო “ღვთის შვილობა – ლოცვა მთელი კაცობრიობისთვის”
13 ივნისს საინიციატივო ჯგუფის “უნივერსალური მომავალი” იდეით და “განათლების კერის” ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეების და სტუდენტების საჯარო შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე “სამართალი და რელიგია, მსგავსებები და განსხვავებები”. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო.
პროექტის “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” პირველ სერიაში წარმოდგენილია ინტერვიუ მეუფე ათანასესთან, რომელიც პასუხებს სცემს პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვებს. მეუფე ათანასე ასევე იხსენებს ეკლესიის მიერ კანონიზირებულ და გამორჩეულ მამებს, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა. პროექტი მომზადებულია ჯვართამაღლების ტაძართან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” მიერ. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი – თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის […]
მამა თეოდორე წმ.ეფრემ კატუნაკელის შესახებ 2021 წლის 13 ივლისს ჯვართამაღლების ტაძართან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” სახელით პირველი პროექტი დაიწყო, რომელიც მოიცავს მამა თეოდორეს საუბრების ციკლს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მამებისა და წმინდანების შესახებ. პროექტის პირველ სერიაში მამა თეოდორე წმ.ეფრემ კატუნაკელის შესახებ საუბრობს. პროექტის ფარგლებში გამოყენებული ყველა ფოტო თუ ვიდეომასალა გადაღებული და დამუშავებული სამრევლოს გადამღებთა და […]
2022 წლის 8 აპრილს, ჯვართამაღლების ტაძართან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” სახელით ახალი პროექტი “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” დაიწყო. პროექტი მოიცავს ინტერვიუთა ციკლს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეულ და ცნობილ სასულიერო პირებთან, რომლებიც ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლის გამგრძელებელნი და მემკვიდრენი არიან. ისინი საუბრობენ პრაქტიკული სულიერი ცხოვრების უმთავრესი და აქტუალური საკითხების შესახებ. პროექტის […]
2022 წლის 12 მარტს, დიდმარხვის პირველ კვირას, “ათონის დარბაზის” ორგანიზებით, შედგა საჯარო live შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: “რატომ მართლმადიდებლობა?” ჩართვის პირველი ნაწილი მამა თეოდორეს მონოლოგს დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილი – შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემას. ყველა მსურველისთვის იყო შესაძლებელი მათთვის საინტერესო კითხვების წინასწარ გამოგზავნა ტაძრის facebook გვერდებზე.
2022 წლის 5 მაისს, “ათონის დარბაზის” ორგანიზებით, შედგა დიდმარხვისწინა ტრადიციული საჯარო live შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: “დიდმარხვა – სულიერი ცხოვრების დაწყების და განახლების ასპარეზი”. ჩართვის პირველი ნაწილი მამა თეოდორეს მონოლოგს დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილი – შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემას. ყველა მსურველისთვის იყო შესაძლებელი მათთვის საინტერესო კითხვების წინასწარ გამოგზავნა ტაძრის facebook გვერდებზე.
2022 წლის 31 იანვარს, “ათონის დარბაზის” (www.atonisdarbazi.ge) ინიციატივითა და პორტალ “პემპტუსიას” (www.pemtousia.gr) თანამშრომლობით, შედგა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის იღუმენის – არქიმანდრიტ ეფრემის რიგით მე-3 დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და ტაძრის სამრევლოსთან. ტელეხიდს, რომელიც თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, 500-მდე ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა; სამრევლოს ახალგაზრდებმა მამა ეფრემს სულიერ […]
2021 წლის 6 სექტემბერს, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, შედგა ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. მიტროპოლიტ იეროთეოსთან პირველი ტელეხიდისგან განსხვავებით, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, ამჯერად ტაძრის სამრევლო შეხვედრაში „Zoom“ პლატფორმის საშუალებით იღებდა მონაწილეობას. ტელეხიდი 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას 200-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრის პირველ […]
2021 წლის პირველ სექტემბერს, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, შედგა ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. ტელეხიდი 1.5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას სამრევლოს 100-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური კითვები დაუსვეს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით.
2020 წლის 24 აგვისტოს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ეზოში, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ შედგა პირველი ტელეხიდი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსს შორის, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. შეხვედრაზე, რომელიც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფე იეროთეოსს სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრაქტიკული კითხვები დაუსვეს. ტელეხიდი შედგა ღია ცის ქვეშ, სადაც […]