...

პირველი ტელეხიდი ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსთან

2020 წლის 24 აგვისტოს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ეზოში, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ შედგა პირველი ტელეხიდი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსს შორის, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით.

ნავპაკტოსის მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

შეხვედრაზე, რომელიც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფე იეროთეოსს სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრაქტიკული კითხვები დაუსვეს.

ტელეხიდი შედგა ღია ცის ქვეშ, სადაც უზრუნველყოფილი იყო განლაგებული სკამები, პირდაპირი ჩართვისთვის განკუთვნილი დიდი ეკრანი და შეხვედრაში მონაწილეობისთვის საჭირო ყველა ტექნიკური ინვენტარი.

 

ტელეხიდი ჯვართამაღლების ტაძრის ეზოდან
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.