პარასკევს, 25 ნოემბერს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ლოცვა-კურთხევით, წმინდა გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის ორგანიზებითა და არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლოს თანადგომით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილმ “ღვთისკაცის” პრემიერა შედგა. კინოჩვენება ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II- ის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში. მხატვრული ფილმი წმინდა ნექტარი ეგინელის, პენტაპოლელი […]
Წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია “გრიგოლიადა 2022” – “მართლმადიდებელი ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილება – საღმრთო ევქარისტია და გონებისმიერი ლოცვა (ისიქაზმი)” Კონფერენცია იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით Წმ.გრიგოლ ხანძთელის საერთაშორისო კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა. პროექტის მხარდამჭერია პორტალი PEMPTOUSIA.COM. კონფერენციის ორგანიზატორების […]
5 ნოემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ახალი მხატვრული ფილმის “ღვთისკაცი” საჯარო ჩვენება და განხილვა გაიმართა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან ერთად. ღონისძიება მიეძღვნა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 45-ე წლისთავს.
2022 წლის 15 სექტემბერს საქართველოში არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი ჩამობრძანდა. მამა ეფრემსა და მის მიერ ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის ხატის ასლს “პარამითია”(მანუგეშებელი) აეროპორტში ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლო მიეგება. ხატი აეროპორტიდან მობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში, რომლის წინაშეც ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, პარაკლისი აღავლინა. 15 სექტემბრიდან ხატთან აღევლინებოდა 24-საათიანი (უწყვეტი) ლოცვა და ყოველდღიური ღამის ლიტურგიები და პარაკლისები. 21 სექტემბერს კი […]
შაბათს, 29 ოქტომბერს, შედგა გამომცემლობა “მთაწმინდა”-ს მიერ ახალი წიგნის წმიდა გაბრიელ მცირის – „სულისა წმიდისა მინდობითა“ პრეზენტაცია, რომელსაც მხარდაჭერა და ორგანიზება ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებულმა წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერამ გაუწია. ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მამამთავრობიდან – 45-ე და დაბადებიდან 90-ე წლისთავს. ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ: დეკანოზი: თეოდორე (გიგნაძე) აკადემიკოსი: ავთანდილ არაბული დეკანოზი: გიორგი […]
“ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარე, მაშინაც კი, როდესაც ურწმუნო ვიყავი (ჩვენ ხომ გლობალური ათეიზმის ტყვეობაში ვიზრდებოდით), ბიზანტია ინტუიციურად ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესო იყო. ქრისტეს შეცნობის მერე ამ ინტუიციამ თანდათან კონკრეტული სახე მიიღო. ქართველი კაცისთვის შეუძლებელია, ბიზანტია ძვირფასი არ იყოს. ჩვენთვის ბიზანტია იყო არა ბერძნული, არამედ ქრისტეანული სამყარო, რომელიც ჩვენ თვალწინ და ჩვენთან ერთად […]
ვატოპედის მონასტრის მიერ ქართულ ენაზე გამოიცა ბერ იოსებ ვატოპედელის წიგნი: “წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება”. წიგნი ხელმისაწვდომია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის წიგნის მაღაზიაში. მისამართი: ზ.ფანასკერტელ-ციციშვილის 14 (ზემო ბახტრიონი, საბურთალო)
წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის ახალი წიგნი – “გულიდან გამომავალი სიტყვები” წიგნი საქართველოში არქიმანდრიტ ეფრემის (ვატოპედელი) მოგზაურობის დროს გამართული შეხვედრების ნაყოფია. მამა ეფრემის საქართველოში ყოფნის პერიოდში იმართებოდა შეხვედრები სხვადასხვა აუდიტორიასთან (სასულიერო პირებთან, სასულიერო პირების მეუღლეებთან, სტუდენტებთან), რომელთა ფოტო-ვიდეო გადაღებას უზრუნველყოფდა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლო. წინამდებარე გამოცემა აღნიშნულ მასალაზე დაყრდნობით მომზადდა წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის მიერ ©️ წიგნი […]
დასრულდა არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის ვიზიტი საქართველოში. მამა ეფრემის და მისი თანმხლები პირების გაცილებაში, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდობა მონაწილეობდა. არქიმანდრიტი ეფრემი საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ის ყოველდღიურად აღავლენდა საღმრთო ლიტურგიებს და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეხვედრებში. ფ ო ტ ო
ხუთშაბათს, 22 სექტემბერს, საქართველოს კინოთეატრებში შედგა ფილმ “ღვთისკაცის” პრემიერა. მხატვრული ფილმი წმინდა ნექტარი ეგინელის, პენტაპოლელი მიტროპოლიტის, ცხოვრების მიხედვით ვატოპედის მონასტრის მხარდაჭერითაა შექმნილი და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მილიონობით მაყურებლმა უკვე იხილა. კინოჩვენება კვლავ გრძელდება. ფ ო ტ ო
შაბათს, 17 სექტემბერს, შედგა წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის ახალი წიგნის “გულიდან გამომავალი სიტყვები” პრეზენტაცია. ღონისძიების მონაწილეები იყვნენ არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. ფ ო ტ ო
კვირას, 18 სექტემბერს, საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. მამა ეფრემმა საგანგებოდ ჯვრის ამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის ათონის მთიდან საჩუქრად ჩამოაბრძანა ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილი. ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…