...

ფილმ “ღვთისკაცის” ჩვენება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

პარასკევს, 25 ნოემბერს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ლოცვა-კურთხევით, წმინდა გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის ორგანიზებითა და არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლოს თანადგომით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილმ “ღვთისკაცის” პრემიერა შედგა.

კინოჩვენება ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II- ის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში. 

მხატვრული ფილმი წმინდა ნექტარი ეგინელის, პენტაპოლელი მიტროპოლიტის, ცხოვრების შესახებ ვატოპედის მონასტრის მხარდაჭერითაა შექმნილი და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მილიონობით მაყურებელმა უკვე იხილა
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.