ვატოპედის მონასტრის ღმრთისმშობლის ხატ “პარამითიას” (მანუგეშებელი) ჩამობრძანება საქართველოში

2022 წლის 15 სექტემბერს საქართველოში არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი ჩამობრძანდა.
მამა ეფრემსა და მის მიერ ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის ხატის ასლს “პარამითია”(მანუგეშებელი) აეროპორტში ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლო მიეგება.
ხატი აეროპორტიდან მობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში, რომლის წინაშეც ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, პარაკლისი აღავლინა.
15 სექტემბრიდან ხატთან აღევლინებოდა 24-საათიანი (უწყვეტი) ლოცვა და ყოველდღიური ღამის ლიტურგიები და პარაკლისები. 21 სექტემბერს კი “პარამითია” ლიტანიობით გადაბრძანდა და დაივანა მახათას მთაზე.

ვ ი დ ე ო