კატეგორია: სიახლეები მსახურების შესახებ

მაი 07
ბრწყინვალე აღდგომის მსახურება

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. წირვის შემდგომ წინამძღვართან და მამებთან ერთად გაიმართა სამრევლო სადღესასწაულო შეხვედრა ათონის დარბაზში. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: madliereba.ge/geo/vvid/ა-ღ-დ-გ-ო-მ-ა-ქადაგება-20-04-2025

სექ 27
ჯვრის ამაღლება 2023

ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, ჯვრის ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სატაძრო კომპლექსში საღმრთო ლიტურგია სამ სხვადასხვა დროს აღესრულა. კომპლექსის მთავარ ტაძარში წირვა აღავლინა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. წირვის შემდეგ აღესრულა ლიტანიობა ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილით, რომელიც არქიმანდრიტმა ეფრემმა (ვატოპედელი) ტაძრის სამრევლოსთვის ათონის წმ. მთიდან ჩამოაბრძანა 2022 […]

სექ 21
არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის მე-3 სტუმრობა ჯვართამაღლების კომპლექსში

კვირას, 17 სექტემბერს, საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად.  ჯვართამაღლების სამრევლოს დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით, წირვის შემდეგ სატაძრო კომპლექსში არსებულ ათონის წმ. მთის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა მამა ეფრემთან. აგრეთვე შედგა ვატოპედის მონასტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნის ,,წმ.იოსებ ისიქასტი: წერილები და ლექსები” პრეზენტაცია. […]

ივნ 25
საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში (24.06.2023)

შ ა ბ ა თ ს, 24 ივნისს, სვეტიცხოვლის წინამძღვრის, არქიმანდრიტ სერაფიმე ჭედიას თანადგომით დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://madliereba.ge/geo/vvid/რა-არის-საღმრთო-საქმე-i-ქად ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…

აპრ 17
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://madliereba.ge/geo/vvid/მკვდრეთით-აღმდგარი-მაცხო ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…

  • დიდმარხვა
ნოე 06
ვატოპედის მონასტრის ღმრთისმშობლის ხატ “პარამითიას” (მანუგეშებელი) ჩამობრძანება საქართველოში

2022 წლის 15 სექტემბერს საქართველოში არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი ჩამობრძანდა. მამა ეფრემსა და მის მიერ ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის ხატის ასლს “პარამითია”(მანუგეშებელი) აეროპორტში ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლო მიეგება. ხატი აეროპორტიდან მობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში, რომლის წინაშეც ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, პარაკლისი აღავლინა. 15 სექტემბრიდან ხატთან აღევლინებოდა 24-საათიანი (უწყვეტი) ლოცვა და ყოველდღიური ღამის ლიტურგიები და პარაკლისები. 21 სექტემბერს კი […]

სექ 18
არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის მიერ აღვლენილი ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში

კვირას, 18 სექტემბერს, საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. მამა ეფრემმა საგანგებოდ ჯვრის ამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის ათონის მთიდან საჩუქრად ჩამოაბრძანა ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილი. ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…

სექ 15
არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის ჩამობრძანება საქართველოში

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი საქართველოში ჩამობრძანდა. მამა ეფრემსა და მის მიერ ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლს “პარამითია”(მანუგეშებელი) აეროპორტში ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდობა მიეგება. ხატი აეროპორტიდან მობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში. ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, პარაკლისი აღავლინა. დღეიდან კი (15 სექტემბრიდან) ხატთან აღევლინება 24-საათიანი უწყვეტი მსახურება, ყოველდღიური ღამის ლიტურგიები 23:00 საათზე და პარაკლისები 19:30 საათზე. 21 სექტემბერს […]

ივლ 15
ბერ იოსებ ვატოპედელის წმინდა ნაწილის შემობრძანება

13-დან 14 ივლისზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ბერ იოსებ ვატოპედელის დაბადებიდან 101-ე და გარდაცვალებიდან მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმოდ შემობრძანდა მისი წმინდა ნაწილი, რომელიც არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის მამა თეოდორეს გადასცა. ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა თანამწირველ და სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო

  • ლიტანიობა
მაი 05
ღირსი იოსებ ისიქასტის წმინდა ნაწილის ჩამობრძანება

2022 წლის 4 მაისს, ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, ჯვართამაღლების ტაძარში საზეიმოდ შემობრძანდა ღირსი იოსებ ისიქასტის წმინდა ნაწილი, რომელიც არქიმადრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის მამა თეოდორეს გადასცა. ღამისთევის ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ და სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად.

  • ლიტანიობა
აპრ 25
აღდგომა ქრისტესი | 2022

2022 წლის 24 აპრილს ჯვართამაღლების ტაძარში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია განსაკუთრებული ზეიმურობით აღევლინა. მსახურებას სტუმარი სასულიერო პირები და 500-მდე მორწმუნე ესწრებოდა.  

  • დიდმარხვა
აპრ 22
პარაკლისი და დაუჯდომელი ხატისა “დედა სიმდაბლისა”

2022 წლის 21 აპრილს გამოიცა პარაკლისი და დაუჯდომელი ხატისა “დედა სიმდაბლისა”