2022 წლის 4 მაისს, ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, ჯვართამაღლების ტაძარში საზეიმოდ შემობრძანდა ღირსი იოსებ ისიქასტის წმინდა ნაწილი, რომელიც არქიმადრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის მამა თეოდორეს გადასცა.

ღამისთევის ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ და სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად.