...

ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, ჯვრის ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სატაძრო კომპლექსში საღმრთო ლიტურგია სამ სხვადასხვა დროს აღესრულა.

კომპლექსის მთავარ ტაძარში წირვა აღავლინა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად.

წირვის შემდეგ აღესრულა ლიტანიობა ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილით, რომელიც არქიმანდრიტმა ეფრემმა (ვატოპედელი) ტაძრის სამრევლოსთვის ათონის წმ. მთიდან ჩამოაბრძანა 2022 წელს.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.