2021 წლის 6 სექტემბერს, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, შედგა ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. მიტროპოლიტ იეროთეოსთან პირველი ტელეხიდისგან განსხვავებით, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, ამჯერად ტაძრის სამრევლო შეხვედრაში „Zoom“ პლატფორმის საშუალებით იღებდა მონაწილეობას. ტელეხიდი 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას 200-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრის პირველ […]
2021 წლის პირველ სექტემბერს, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, შედგა ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. ტელეხიდი 1.5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას სამრევლოს 100-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური კითვები დაუსვეს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით.
2021 წლის 26 ივნისს, “ათონის დარბაზის” ორგანიზებით, შედგა ტრადიციული, მარხვის წინა საჯარო live შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის თემა იყო: იოსებ ისიქასტის სკოლა და მისი მემკვიდრეობა – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი. ვ ი დ ე ო
2021 წლის 7 აპრილს “ათონის დარბაზის” ორგანიზებით შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების დისტანციური შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის თემა იყო მორალი და ზნეობა საერო და საეკლესიო სამართალში. ვ ი დ ე ო
2020 წლის 21 სექტემბერს, ათონის დარბაზის” (www.atonisdarbazi.ge) ორგანიზებით შედგა ათენის კაპოდისტრიასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ სტავროს იანკაზოღლუს დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და ტაძრის სამრევლოსთან. შეხვედრის თემა იყო “ეკლესია – ინსტიტუცია და ქარიზმა, ეკლესიის მისტერიის ასპექტები” შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პროფესორი სტავროსის სიტყვას. მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა პროფესორს დაუსვეს […]
2020 წლის 24 აგვისტოს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ეზოში, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ შედგა პირველი ტელეხიდი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსს შორის, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. შეხვედრაზე, რომელიც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფე იეროთეოსს სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრაქტიკული კითხვები დაუსვეს. ტელეხიდი შედგა ღია ცის ქვეშ, სადაც […]
2020 წლის 9 ივნისს ინტერნეტ პორტალ „პემპტუსიისა“ (www.pemptousia.gr) და „ათონის დარბაზის“ (www.atonisdarbazi.ge) თანამშრომლობით შედგა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტ ეფრემის დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან – დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. ტელეხიდმა, რომლის პირველი ნაწილი მამა ეფრემის სიტყვას დაეთმო, 2 საათზე მეტ ხანს გასტანა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს […]
2020 წლის 28 მაისს, ამაღლების დღესასწაულის საღამოს, “ათონის დარბაზის“ ორგანიზებით შედგა ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის პირველი დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების მონაწილეობით. ტელეხიდი 1სთ და 30წთ-ის განმავლობაში გრძელდებოდა და მას სამრევლოს 100-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური კითვები დაუსვეს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით.
7 თებერვალს, საღამოს 8 საათზე, ,,ათონის დარბაზმა” ქვეყნის მთავარ წიგნთმცველს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, მწერალსა და პოეტს გიორგი კეკელიძეს უმასპინძლა თემით: ,,წიგნი და წიგნიერება“. საღამო ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ ნაწილში სტუმარმა ისაუბრა შერჩეული თემის გარშემო, შემდეგ კი პასუხობდა აუდიტორიის კიხვებს. საღამო განსაკუთრებით საინტერესო იყო ახალგაზრდებისთვის – სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის. შეხვედრაზე დასწრება, ტრადიციულად, […]
30 იანვარს, ათონის დარბაზში დაიწყო შეხვედრათა ახალი ციკლი – ,,მოვიაროთ საქართველო”. ციკლური საღამოების პირველი შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და გამორჩეულ კუთხეს – თ უ შ ე თ ს მოწვეულმა სტუმრებმა, ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ თუშეთის ტრადიციებსა და ზეპირსიტყვიერებაზე ისაუბრა, ხოლო ლოტბარმა, ლელა თათარაიძემ საღამო თუშური ჰანგებით გაალამაზა. ფოტოები იხილეთ მეტი… ვ ი დ ე ო […]
27 დეკემბერს ათონის დარბაზში 2019 წლის ბოლო ღონისძიება გაიმართა ჯგუფ ,,ალილოსთან” ერთად. საიუბილეო, შემოქმედებით საღამოზე გაიჟღერა ყველასათვის საყვარელმა სიმღერებმა ,,ალილოს” რეპერტუარიდან, რომლებიც ასე უხდება მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებს. საღამოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეტარებინათ 2019 წლის ბოლო პარასკევი საღამო თბილ და სადღესასწაულო გარემოში, დაესვათ კითხვები თავიანთი საყვარელი მომღერლებისთვის და ჰქონოდათ მათთან ცოცხალი კომუნიკაცია ღონისძიებას არ ჩაუვლია […]
2019 წლის 23 დეკემბერს, 20:00 საათზე, „ათონის დარბაზმა“ უმასპინძლა მსოფლიოსა და ევროპის არა ერთგზის ჩემპიონს, მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს. მან ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ტოპ 8-ში იასპარეზა და მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტული მოიპოვა. სტუმარმა, თავის მწვრთნელთან, ლადო ხუციშვილთან ერთად ისაუბრა სასპორტო ცხოვრების თავისებურებების, მთავარი გამოწვევების, ყველაზე დიდი სირთულეებისა და ღირებულებების შესახებ.