კატეგორია: მსახურება

ივნ 30
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი – ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში ახალი ტაძარი იკურთხა

29 ივნისის ღამეს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი იკურთხა. საღმრთო ლიტურგია აღავლინა ამბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად.  მსახურება ასევე განსაკუთრებული იყო ტაძრის სამრევლოსათვის: სტუმარ სასულიერო პირებთან და გუნდ “შვიდკაცასთან” ერთად ერთობის  სიხარულით აღინიშნა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის რიგით მე-4 ტაძრის კურთხევა.  წირვაზე მოსულებს […]

მაი 05
ღირსი იოსებ ისიქასტის წმინდა ნაწილის ჩამობრძანება

2022 წლის 4 მაისს, ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, ჯვართამაღლების ტაძარში საზეიმოდ შემობრძანდა ღირსი იოსებ ისიქასტის წმინდა ნაწილი, რომელიც არქიმადრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის მამა თეოდორეს გადასცა. ღამისთევის ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ და სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად.

  • ლიტანიობა
აპრ 25
აღდგომა ქრისტესი | 2022

2022 წლის 24 აპრილს ჯვართამაღლების ტაძარში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია განსაკუთრებული ზეიმურობით აღევლინა. მსახურებას სტუმარი სასულიერო პირები და 500-მდე მორწმუნე ესწრებოდა.  

  • დიდმარხვა
აპრ 22
პარაკლისი და დაუჯდომელი ხატისა “დედა სიმდაბლისა”

2022 წლის 21 აპრილს გამოიცა პარაკლისი და დაუჯდომელი ხატისა “დედა სიმდაბლისა”

თებ 22
ლიტანიობა ხატით “დედა სიმდაბლისა” უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო და 24-საათიანი მსახურება ხატთან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის გათვალისწინებით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, 2022 წლის 27 თებერვალს, ლიტურგიის დაწყებამდე აღესრულა ლიტანიობა ხატით “დედა სიმდაბლისა”. მიმდინარე კვირის განმავლობაში ხსენებულ განსაცდელთან დაკავშირებით ჯვართამაღლების ტაძარში ხატთან “დედა სიმდაბლისა” აღესრულებოდა განუწყვეტელი, 24-საათიანი ღმრთისმსახურება, მათ შორის – ყოველდღიური ღამისთევის საღმრთო ლიტურგია. იხილეთ სამრევლოს ტექნიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ვიდეო (ვიდეო ითარგმნა ინგლისურ, ბერძნულ, უკაინულ, რუსულ, ფრანგულ […]

  • "დედა სიმდაბლისა"
თებ 16
მირქმის საუფლო დღესასწაული 2022

2022 წლის 14 თებერვლიდან 15 თებერვალზე გარდამავალი მირქმის სადღესასწაულო ღამისთევის საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ. მირქმის დღესასწაული ჯვართამაღლების ტაძარში განსაკუთრებულად აღინიშნა: ზიარების დროს, სეფისკვერებთან ერთად, ლიტურგიაზე მომსვლელებს გამშვენებული სანთლები დაურიგდათ. წირვის შემდგომ კი სამღვდელო დასი და სამრევლო დღესასწაულს განსაკუთრებული საზეიმო განწყობით, ლიტანიობით მიეგება. დღესასწაულის წინა დღეს, მირქმის საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, აღესრულა […]

დეკ 23
სტიქაროსნები

ჯვართამაღლების სამრევლო ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრებით გამოირჩევა. ყოველდღიური საღმრთო ლიტურგიები მღვდელმსახურების გარდა სტიქაროსნების შესაბამის რაოდენობასაც მოითხოვს. აქედან გამომდინარე, სტიქაროსნების ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და მზარდი რგოლია ტაძარში. სტიქაროსნის შერჩევის წინაპირობას ტაძრის წინამძღვრის რეკომენდაცია წარმოადგენს, რომელიც ცალკეული მრევლის წევრის სულიერ მზაობას, მისი ევქარისტიული ცხოვრების ინტენსივობას, სამრევლო ცხოვრებაში თანამონაწილეობის ხარისხსა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს ეფუძნება. ამ მიდგომით, დღეისათვის […]

ნოე 22
წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრის კურთხევის დღე

2021 წლის 22 ივლისის ღამისთევის საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში აღავლინა ტაძრის წინამძღვამრა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.  22 ივლისი ტაძრის სამრევლოსთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი თარიღია: 2020 წლის 22 ივლისი ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრის კურთხევის დღეა (ღვთისმსახურების დაწყებიდან ერთი წლის თავი) – ტაძრის, რომელიც მსოფლიო საერო სივრცეში ღირსი […]

ნოე 06
პირველი პარაკლისი ხატთან  “დედა სიმდაბლისა”

2021 წლის 4 ნოემბერს ჯვართამაღლების ტაძარში აღევლინა პირველი პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა”. პარაკლისი აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამსახურ სასულიერო პირებთან ერთად. პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა” აღევლინება ჯვართამაღლების ტაძარში ყოველ ხუთშაბათს 19:30 სთ-ზე. “დედა სიმდაბლისა” ჯვართამაღლების ტაძარში ახლადშექმნილი ხატია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. იდეის ავტორია ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, საბა თავაძე, ხოლო ხატმწერი – […]

ოქტ 24
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს 2022 წლის 29 ივნისს რიგით მე-4, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი შეემატა. ტაძარი ამბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აკურთხა. ინტერიერის მთავარი ფერი თეთრია და მასში წარმოდგენილია ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი მოზაიკური სერია.  სწორედ აქ არის ასევე დავანებული ხატ “დედა სიმდაბლისას” მთავარი ასლი,  რომელთანაც პარაკლისი ყოველ ხუთშაბათს აღევლინება.

ოქტ 23
წმინდა მღვდელმთავარ კალენიკე ედესელის წმინდა ნაწილის ჩამობრძანება

ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის კეთილი ნებითა და კურთხევით დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის სამრევლოს საჩუქრად გადაეცა მიტროპოლიტის მოძღვრის, ახლადკანონიზირებული წმინდანის, მღვდელმთავარ კალენიკე ედესელის წმინდა ნაწილი. 2021 წლის 21 აგვისტოს ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე სამღვდელო დასი და სამრევლო დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნაწილს განსაკუთრებულო საზეიმო პატივით, ლიტანიობით მიეგება.  ვ ი დ ე ო

ოქტ 22
წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატის მობრძანება

2021 წლის 15 ივლისს ჯვართამაღლების ტაძრის ხატთა კრებულს შეემატა წმინდა დიდმოწამე გიორგის საგანგებოდ დაწერილი ხატი, რომელსაც ლიტურგიის დაწყებამდე სამღვდელო დასი და სამრევლო საზეიმო პატივით მიეგება.   ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში. ვ ი დ ე ო