ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. წირვის შემდგომ წინამძღვართან და მამებთან ერთად გაიმართა სამრევლო სადღესასწაულო შეხვედრა ათონის დარბაზში. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: madliereba.ge/geo/vvid/ა-ღ-დ-გ-ო-მ-ა-ქადაგება-20-04-2025
2022 წლის 15 სექტემბერს საქართველოში არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი ჩამობრძანდა. მამა ეფრემსა და მის მიერ ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის ხატის ასლს “პარამითია”(მანუგეშებელი) აეროპორტში ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლო მიეგება. ხატი აეროპორტიდან მობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში, რომლის წინაშეც ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, პარაკლისი აღავლინა. 15 სექტემბრიდან ხატთან აღევლინებოდა 24-საათიანი (უწყვეტი) ლოცვა და ყოველდღიური ღამის ლიტურგიები და პარაკლისები. 21 სექტემბერს კი […]
13-დან 14 ივლისზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ბერ იოსებ ვატოპედელის დაბადებიდან 101-ე და გარდაცვალებიდან მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმოდ შემობრძანდა მისი წმინდა ნაწილი, რომელიც არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის მამა თეოდორეს გადასცა. ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა თანამწირველ და სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
2022 წლის 4 მაისს, ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, ჯვართამაღლების ტაძარში საზეიმოდ შემობრძანდა ღირსი იოსებ ისიქასტის წმინდა ნაწილი, რომელიც არქიმადრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის მამა თეოდორეს გადასცა. ღამისთევის ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ და სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად.
2022 წლის 24 აპრილს ჯვართამაღლების ტაძარში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია განსაკუთრებული ზეიმურობით აღევლინა. მსახურებას სტუმარი სასულიერო პირები და 500-მდე მორწმუნე ესწრებოდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის გათვალისწინებით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, 2022 წლის 27 თებერვალს, ლიტურგიის დაწყებამდე აღესრულა ლიტანიობა ხატით “დედა სიმდაბლისა”. მიმდინარე კვირის განმავლობაში ხსენებულ განსაცდელთან დაკავშირებით ჯვართამაღლების ტაძარში ხატთან “დედა სიმდაბლისა” აღესრულებოდა განუწყვეტელი, 24-საათიანი ღმრთისმსახურება, მათ შორის – ყოველდღიური ღამისთევის საღმრთო ლიტურგია. იხილეთ სამრევლოს ტექნიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ვიდეო (ვიდეო ითარგმნა ინგლისურ, ბერძნულ, უკაინულ, რუსულ, ფრანგულ […]
ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის კეთილი ნებითა და კურთხევით დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის სამრევლოს საჩუქრად გადაეცა მიტროპოლიტის მოძღვრის, ახლადკანონიზირებული წმინდანის, მღვდელმთავარ კალენიკე ედესელის წმინდა ნაწილი. 2021 წლის 21 აგვისტოს ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე სამღვდელო დასი და სამრევლო დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნაწილს განსაკუთრებულო საზეიმო პატივით, ლიტანიობით მიეგება. ვ ი დ ე ო
2021 წლის 15 ივლისს ჯვართამაღლების ტაძრის ხატთა კრებულს შეემატა წმინდა დიდმოწამე გიორგის საგანგებოდ დაწერილი ხატი, რომელსაც ლიტურგიის დაწყებამდე სამღვდელო დასი და სამრევლო საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში. ვ ი დ ე ო
2021 წლის 14 მარტს, ჯვართამაღლების ხატთა კრებულს შეემატა კეთილგონიერი (ჯვარცმული) ავაზაკის საგანგებოდ დაწერილი ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში.
2021 წლის 7 თებერვალს, წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების ტაძრისთვის დაწერილი ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში. ვ ი დ ე ო https://youtu.be/1R3Xqk_aal0
2021 წლის 31 იანვარი განსაკუთრებული იყო ტაძრის სამრევლოსთვის: ჯვართამაღლების ხატთა კრებულს შეემატა წმინდა ანტონი დიდის ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
2021 წლის პირველი იანვრის ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული, წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი, ღირსი ათონელი მამის – წმინდა დანიელ კატუნაკელის ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო