კატეგორია: ტელეხიდები

ივლ 08
მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელის დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთან

პარასკევს, 7 ივლისს, ჯვართამაღლების ტაძრის ინიციატივითა და პორტალ “Pemptousia”-ს მხარდაჭერით გაიმართა მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის დისტანციური შეხვედრა თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთან.  შეხვედრის ჩანაწერი (პირდაპირი ტრანსლაცია) შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/JvartamaghlebaChurch/videos/5519511008080535

ივნ 28
არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის დისტანციური შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ შვილგარდაცვლილ ოჯახებთან

27 ივნისს ჯვართამაღლების ტაძრის ინიციატივითა და პორტალ “Pemptousia”-ს მხარდაჭერით გაიმართა არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის დისტანციური შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ შვილგარდაცვლილ ოჯახებთან. შეხვედრის ჩანაწერი (პირდაპირი ტრანსლაცია) შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/JvartamaghlebaChurch/videos/607065917494584

ივნ 15
შეხვედრა არქიმანდრიტ ზაქარია ზაქარუსთან

  14 ივნისს ჯვართამაღლების ტაძრის ინიციატივით და პორტალ “Pemptousia”-ს ორგანიზებით გაიმართა დისტანციური შეხვედრა ინგლისიდან წმ.სოფრონ ინგლისელის (სახაროვი) სულიერ მემკვიდრესთან, არქიმანდრიტ ზაქარია ზაქარუსთან.   თავდაპირველად არქიმანდრიტმა ზაქარიამ ისაუბრა, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის თემა იყო “ღვთის შვილობა – ლოცვა მთელი კაცობრიობისთვის”   

მარ 13
დიდმარხვის პირველი კვირის LIVE შეხვედრა

2022 წლის 12 მარტს, დიდმარხვის პირველ კვირას, “ათონის დარბაზის” ორგანიზებით, შედგა საჯარო live შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: “რატომ მართლმადიდებლობა?” ჩართვის პირველი ნაწილი მამა თეოდორეს მონოლოგს დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილი – შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემას. ყველა მსურველისთვის იყო შესაძლებელი მათთვის საინტერესო კითხვების წინასწარ გამოგზავნა ტაძრის facebook გვერდებზე.

მარ 06
დიდმარხვიწინა ტრადიციული საჯარო LIVE შეხვედრა

2022 წლის 5 მაისს, “ათონის დარბაზის” ორგანიზებით, შედგა დიდმარხვისწინა ტრადიციული საჯარო live შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: “დიდმარხვა – სულიერი ცხოვრების დაწყების და განახლების ასპარეზი”. ჩართვის პირველი ნაწილი მამა თეოდორეს მონოლოგს დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილი – შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემას. ყველა მსურველისთვის იყო შესაძლებელი მათთვის საინტერესო კითხვების წინასწარ გამოგზავნა ტაძრის facebook გვერდებზე.

მარ 01
რიგით მე-3 დისტანციური შეხვედრა არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან

2022 წლის 31 იანვარს, “ათონის დარბაზის” (www.atonisdarbazi.ge) ინიციატივითა და პორტალ “პემპტუსიას” (www.pemtousia.gr) თანამშრომლობით, შედგა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის იღუმენის – არქიმანდრიტ ეფრემის რიგით მე-3 დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და ტაძრის სამრევლოსთან. ტელეხიდს, რომელიც თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, 500-მდე ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა; სამრევლოს ახალგაზრდებმა მამა ეფრემს სულიერ […]

სექ 08
რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსთან

2021 წლის 6 სექტემბერს, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, შედგა ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. მიტროპოლიტ იეროთეოსთან პირველი ტელეხიდისგან განსხვავებით, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, ამჯერად ტაძრის სამრევლო შეხვედრაში „Zoom“ პლატფორმის საშუალებით იღებდა მონაწილეობას. ტელეხიდი 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას 200-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრის პირველ […]

სექ 03
რიგით მე-2 ტელეხიდი ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესთან

2021 წლის პირველ სექტემბერს, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, შედგა ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. ტელეხიდი 1.5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას სამრევლოს 100-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური კითვები დაუსვეს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით.

ივნ 27
დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მარხვისწინა საჯარო ლაივ შეხვედრა

2021 წლის 26 ივნისს, “ათონის დარბაზის” ორგანიზებით, შედგა ტრადიციული, მარხვის წინა საჯარო live შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის თემა იყო: იოსებ ისიქასტის სკოლა და მისი მემკვიდრეობა – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი. ვ ი დ ე ო

აპრ 08
დისტანციური შეხვედრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან

2021 წლის 7 აპრილს “ათონის დარბაზის” ორგანიზებით შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების დისტანციური შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის თემა იყო მორალი და ზნეობა საერო და საეკლესიო სამართალში. ვ ი დ ე ო

სექ 21
დისტანციური შეხვედრა პროფესორ სტავროს იანკაზოღლუსთან

2020 წლის 21 სექტემბერს, ათონის დარბაზის” (www.atonisdarbazi.ge) ორგანიზებით შედგა ათენის კაპოდისტრიასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ სტავროს იანკაზოღლუს დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და ტაძრის სამრევლოსთან. შეხვედრის თემა იყო “ეკლესია – ინსტიტუცია და ქარიზმა, ეკლესიის მისტერიის ასპექტები” შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პროფესორი სტავროსის სიტყვას. მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა პროფესორს დაუსვეს […]

აგვ 25
პირველი ტელეხიდი ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსთან

2020 წლის 24 აგვისტოს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ეზოში, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ შედგა პირველი ტელეხიდი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსს შორის, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. შეხვედრაზე, რომელიც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფე იეროთეოსს სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრაქტიკული კითხვები დაუსვეს. ტელეხიდი შედგა ღია ცის ქვეშ, სადაც […]