2021 წლის 4 ნოემბერს ჯვართამაღლების ტაძარში აღევლინა პირველი პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა”. პარაკლისი აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამსახურ სასულიერო პირებთან ერთად. პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა” აღევლინება ჯვართამაღლების ტაძარში ყოველ ხუთშაბათს 19:30 სთ-ზე. “დედა სიმდაბლისა” ჯვართამაღლების ტაძარში ახლადშექმნილი ხატია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. იდეის ავტორია ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, საბა თავაძე, ხოლო ხატმწერი – […]
20 ოქტომბერს, ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტერში აღევლინა ბერ იოსებ ვატოპედელის საფლავის გახსნისა და ნაწილთა აღმოყვანების მსახურება. Მსახურებაზე მიწვეულები იყვნენ: თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მღვდელი საბა თავაძე. Მსახურებას ასევე ესწრებოდნენ: მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი, მახერას მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი ეპიფანე, ამათუნდელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, სიმონა-პეტრას მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ელისე (მამა ემილიანე სიმონა-პეტრელის მემკვიდრე), გრიგორიუს […]
2021 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში უკვე ტრადიციადქცეული წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ტაძრის ეზოში, ღია ცის ქვეშ. საღამოს გახსნამდე შედგა ტელეხიდები არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველა მიმდინარე და სამომავლო პროექტი, რომლებსაც სამრევლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ახალგაზრდები უძღვებიან. მიმდინარე და სამომავლო პროექტები: ითარგმნება მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელის წიგნი, რომელიც […]
საქართველოს ეკლესიას შეემატა ახალი, უნიკალური მოზაიკური ფრესკა – აია სოფიას პანტოკრატორის ზუსტი ასლი, რომელიც გამოსახულია თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის კონქზე. ვ ი დ ე ო
2020 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაული გამორჩეულად აღნიშნა ტაძრის სამრევლომ – გაიმართა ქართველი ემიგრანტებისადმი მიძღვნილი “ქართული კუთხის” წარდგენის ღონისძიება ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში. საღამოს სპეციალური სტუმარი იყო ანსამბლი “ბასიანი”. ვ ი დ ე ო https://youtu.be/nFwlg33AEFo ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…
2020 წლის 19 აგვისტოს, ჩვენი უფლის ფერისცვალების დღესასწაული, განსაკუთრებული იყო ტაძრის სამრევლოსთვის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წირვის შემდგომ, საზეიმოდ იკურთხა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ახალი ტაძრის საძირკველი. ფ ო ტ ო