ჯვართამაღლების ტაძარში მამა ეფრემის რიგით მე-3 სტუმრობის ფარგლებში, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა კომპლექსში არსებულ ათონის წმ. მთის სახელობის სააქტო დარბაზში, სამრევლოს დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით. აგრეთვე, შედგა ვატოპედის მონასტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნის ,,წმ.იოსებ ისიქასტი: წერილები და ლექსები” პრეზენტაცია.https://www.youtube.com/watch?v=x7IkrnpE6GE
2024 წლის 9-12 თებერვალს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს 180-მდე ახალგაზრდა კვიპროსზე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის მოსალოცად იმყოფებოდა. მომლოცველობის ფარგლებში ახალგაზრდები კითხვა-პასუხის ფორმატᲨი Შეხვდნენ მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელს, არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელს, ლიდრის ეპისკოპოს ეპიფანეს და ირაკლიდიოსის მონასტრის იღუმენია პროდრომეს. მადლიერებას გამოვხატავთ პილიგრიმული პლატფორმა JC Ways-ის (WWW.JCWAYS.GE) მიმართ აღნიშნული დღეების სრულფასოვანი დაგეგმვისთვის. 2024 წლის 9-12 თებერვალს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის […]
კვირას, 7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში საღმრთო ლიტურგია 3 სხვადასხვა დროს აღევლინა. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://madliereba.ge/geo/vvid/შ-ო-ბ-ა-i-ქადაგება-07-01-2024
ჯვართამაღლების ტაძარში 31 დეკემბრიდან 1-ელ იანვარზე გარდამავალი ახალი წლის ტრადიციული ღამისთევის საღმრთო ლიტურგია აღავლინა წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ და სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად.
ჯვართამაღლების ტაძარში მამა ეფრემის რიგით მე-3 სტუმრობის ფარგლებში, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა კომპლექსში არსებულ ათონის წმ. მთის სახელობის სააქტო დარბაზში, სამრევლოს დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით. აგრეთვე, შედგა ვატოპედის მონასტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნის ,,წმ.იოსებ ისიქასტი: წერილები და ლექსები” პრეზენტაცია.https://youtu.be/MYG6e8iWq2c?si=R3vq1piT05SXB1nG
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს 100-მდე ახალგაზრდა 6-8 ოქტომბერს ტაო-კლარჯეთში იმყოფებოდა. გასვლის ფარგლებში ახალგაზრდებმა მოინახულეს ქართული წმინდა და ისტორიული ადგილები: ხანძთა, ოთხთა, ოშკი, დოლისყანა, ხახული, არტანუჯი, იშხანი და ბანა.
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის მიერ საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს: “მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში” პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა შედგა ანსამბლ “ბასიანთან”. https://youtu.be/v_fWqfN8L94?si=uo24h1FiVWLo52WU
ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, ჯვრის ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სატაძრო კომპლექსში საღმრთო ლიტურგია სამ სხვადასხვა დროს აღესრულა. კომპლექსის მთავარ ტაძარში წირვა აღავლინა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. წირვის შემდეგ აღესრულა ლიტანიობა ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილით, რომელიც არქიმანდრიტმა ეფრემმა (ვატოპედელი) ტაძრის სამრევლოსთვის ათონის წმ. მთიდან ჩამოაბრძანა 2022 […]
ორშაბათს, 25 სექტემბერს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს სტუმრობდა მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის სულიერი შვილი, ფორტ ვორსის (აშშ) ეპისკოპოსი გერასიმე ელიელი. ტაძრის მისიონერული ჯგუფის ინიციატივით, მრევლის წევრები მეუფე გერასიმეს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რომლებიც Შეეხებოდა მამა სერაფიმესა და სულიერი ცხოვრების პრაქტიკას.
კვირას, 17 სექტემბერს, საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. ჯვართამაღლების სამრევლოს დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით, წირვის შემდეგ სატაძრო კომპლექსში არსებულ ათონის წმ. მთის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა მამა ეფრემთან. აგრეთვე შედგა ვატოპედის მონასტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნის ,,წმ.იოსებ ისიქასტი: წერილები და ლექსები” პრეზენტაცია. […]
კვირას, 10 სექტემბერს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს სტუმრობდა ბუქარესტის წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რუმინული სამრევლო 60-კაციანი შემადგენლობით, მათი წინამძღვრის – მღვდელ ბასილ იოანას თანხლებით. საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდგომ სტუმრებმა კომპლექსი დაათვალიერეს, შემდეგ კი მამა თეოდორეს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო, სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს.
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსი წარმოგიდგენთ ინტერვიუთა ციკლს “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” – პროექტს, რომელიც მომზადებულია “წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” მიერ. პროექტის მეექვსე სერიაში წარმოდგენილია ინტერვიუ მესაპოტამოს მონასტრის (კვიპროსი) წინამძღვართან, არქიმანდრიტ პაისისთან, რომელიც პასუხებს სცემს სულიერი ცხოვრების პრაქტიკასთან დაკავშირებულ კითხვებს. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი – თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელი საბა […]