2019 წლის 8 თებერვალს ათონის დრბაზში ნიკოლოზ ხომასურიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის “დიდგორის” ჩვენება გაიმართა. საღამოს რეჟისორის გარდა სტუმრობდა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი. ჩვენება განსაკუთრებულ ატმოსფეროში შედგა: ფილმის ავტორმა და რეჟისორმა, მასში მონაწილე მსახიობებთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გაიხსენა საინტერესო ისტორიები გადასაღები მოედნიდან, უპასუხა მაყურებლის კითხვებს, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. უშუალოდ კინოჩვენება კი მისი თხრობის ფონზე წარიმართა. ათონის დარბაზი […]
2018 წლის 27 დეკემბერს ათონის დარბაზში მსახიობმა მურმან ჯინორიამ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო პოეზიისა და სამსახიობო ოსტატობის მოყვარულებს. ქართველმა მსახიობმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური წესით წაიკითხა გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, ტერენტი გრანელის, შოთა ნიშნიაძინის, მურმან ლებანიძისა და სხვათა ლექსები. შეხვედრა სალონურ ფორმატში წარიმართა: სტუმრის ლექსებს ცვლიდა მაყურებლის ოვაცია და კითხვები, რომლებიც ეხებოდა ლექსის წაკითხვის ხელობას, […]