კატეგორია: ტაძრები

აგვ 23
მოწამეთა ტაძარი

Კომპლექსის რიგით მე-7 ტაძარია წმინდა მოწამეების, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და წმ.ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის ბაზილიკა, რომელიც 2023 წლის 13 თებერვალს იკურთხა. ტაძარი მდებარეობს უნივერსალური განათლების სივრცე “ბახტრიონის”, მესამე სართულზე. Შემთხვევითი არ არის, რომ ტაძარი ბახტრიონელი მოწამეების სახელს ატარებს – მას ეს სიმბოლური სახელწოდება სწორედ კომპლექსის ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე აქვს.     მოწამეთა ტაძარი პატრიარქის კურთხევით […]

მაი 17
წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი

Კომპლექსის რიგით მე-6 ტაძარია წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მისივე სახელობის განათლების კერის თავზე, მესამე სართულზე მდებარეობს და წარმოადგენს ტაო-კარჯეთის ოთხთას ეკლესიის არქიტექტურულ, შემცირებული ზომის ანალოგს.   Წმ.გრიგოლის ტაძარი პატრიარქის კურთხევით 2022 წლის 10 დეკემებრს იკურთხა მეუფე დავით ალავერდელის მიერ.

მაი 17
ღირსი სოფრონ ინგლისელის (სახაროვის) ტაძარი

2022 წლის 11 ივლისს პატრიარქის კურთხევით სატაძრო კომპლექსის რიგით მე-5, ღირსი სოფრონ ინგლისელის ტაძარი იკურთხა მთავარეპისკოპოს ეფრემ ბოლნელის მიერ. ტაძარი კომპლექსის დანარჩენი ტაძრებისგან  თავისი ადგილით განსხვავდება. ის 0-სართულზე მდებარეობს და წარმოდგენილია კატაკომბურ სტილში. ინტერიერში ასევე XIX-XX საუკუნის ღირსი მამების ფრესკებია წარმოდგენილი. თითოეულ მათგანს ხელში თავისი ციტატის გრაგნილი უპყრია და ეს ციტატები ყველა ერთი და იმავე […]

ოქტ 24
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს 2022 წლის 29 ივნისს რიგით მე-4, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი შეემატა. ტაძარი ამბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აკურთხა. ინტერიერის მთავარი ფერი თეთრია და მასში წარმოდგენილია ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი მოზაიკური სერია.  სწორედ აქ არის ასევე დავანებული ხატ “დედა სიმდაბლისას” მთავარი ასლი,  რომელთანაც პარაკლისი ყოველ ხუთშაბათს აღევლინება.

ოქტ 23
წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარი

წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარი ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა. იგი მსოფლიოში, საერო სივრცეში, ღირსი მამის სახელობის პირველი ტაძარია.    ტაძრის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, ხოლო იკურთხა 2020 წლის 22 ივლისს, საზეიმო ვითარებაში, მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე) მიერ.    აღსანიშნავია ტაძრის გამორჩეული არქიტექტურა: მასიური ღია ფერის ქვისგან აგებული ბაზილიკა ზომით საკმაოდ პატარაა, რითიც ის ერთგვარ მღვიმეს […]

ოქტ 22
წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი

Კომპლექსის რიგით მე-2 ტაძარია წმ.ნინოს სახელობის ბაზილიკა. ბაზილიკის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, ხოლო იკურთხა 2015 წლის 10 თებერვალს მიტროპოლიტ იაკობის (იაკობიშვილი) მიერ.    ტაძრის თემატიკა და მხატვრობა სრულიად მიეძღვნება საქართველოსთან დაკავშირებულ წმინდანებს.

ოქტ 21
ჯვართამაღლების ტაძარი

ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი კომპლექსის მთავარი ტაძარია, რომლის მშენებლობასაც საფუძველი 2000 წელს ჩაეყარა დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინიციატივითა და წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის სამრევლოს აქტიური მონაწილეობით.    ტაძარი, რომელშიც 2003 წლიდან აქტიურად აღევლინება ღვთისმსახურება, 2006 წლის 22 დეკემბერს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა. სწორედ 2003 წლიდან ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.    ჯვართამაღლების […]