წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარი

წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარი ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა. იგი მსოფლიოში, საერო სივრცეში, ღირსი მამის სახელობის პირველი ტაძარია. 

 

ტაძრის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, ხოლო იკურთხა 2020 წლის 22 ივლისს, საზეიმო ვითარებაში, მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე) მიერ. 

 

აღსანიშნავია ტაძრის გამორჩეული არქიტექტურა: მასიური ღია ფერის ქვისგან აგებული ბაზილიკა ზომით საკმაოდ პატარაა, რითიც ის ერთგვარ მღვიმეს წააგავს და ღვთისმსახურებების დროს გამორჩეულად მყუდრო გარემოს ქმნის. 

 

განსაკუთრებულია ტაძრის უნიკალური ინტერიერიც: ბაზილიკაში განთავსებულია წმ.იოსებ ისიქასტის, მისი საძმოსა და დედა მაკრინე პორტარიელის ხატები, რომლებიც საგანეგებოდ ამ ტაძრისთისაა შექმნილი. თითოეულ მათგანს ხელში უპყრიათ საკუთარი ციტატის გრაგნილი იესოს ლოცვის შესახებ.

 

უნიკალური და გამორჩეულია ტაძრის კანკელიც, როგორც ფორმით, ასევე – მასზე გამოსახული მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს კონქზე განთავსებული ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკაც – იგი ტაძრისთვის საგანგებოდაა შექმნილი და მას ანალოგი არ გააჩნია. 

[visual_portfolio id="5982"]