კატეგორია: მნიშვნელოვანი მოვლენები

მაი 07
ბრწყინვალე აღდგომის მსახურება

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. წირვის შემდგომ წინამძღვართან და მამებთან ერთად გაიმართა სამრევლო სადღესასწაულო შეხვედრა ათონის დარბაზში. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: madliereba.ge/geo/vvid/ა-ღ-დ-გ-ო-მ-ა-ქადაგება-20-04-2025

სექ 14
19-24 სექტემბერს საქართველოში ჩამობრძანდება ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

⚜️ 19-24 სექტემბერს საქართველოში ჩამობრძანდება ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე ⚜️ ვიზიტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის კურთხევით და ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერის” ორგანიზებით იმართება და მოიცავს საჯარო შეხვედრებს მიტროპოლიტ ათანასესთან. 📍 შეხვედრებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებს უმორჩილესად გთხოვთ, აუცილებლად მიჰყვეთ ინსტრუქციას და აირჩიოთ ერთ-ერთი ფორმა: ▪️ გაიაროთ რეგისტრაცია (თითოეულ შეხვედრას […]

აპრ 08
არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის სტუმრობა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში | 17.09.2023

ჯვართამაღლების ტაძარში მამა ეფრემის რიგით მე-3 სტუმრობის ფარგლებში, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა კომპლექსში არსებულ ათონის წმ. მთის სახელობის სააქტო დარბაზში, სამრევლოს დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით. აგრეთვე, შედგა ვატოპედის მონასტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნის ,,წმ.იოსებ ისიქასტი: წერილები და ლექსები” პრეზენტაცია.https://www.youtube.com/watch?v=x7IkrnpE6GE

მარ 05
ღმრთისმშობლის სარტყელის მოსალოცად ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს ახალგაზრდები კვიპროსზე

2024 წლის 9-12 თებერვალს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს 180-მდე ახალგაზრდა კვიპროსზე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის მოსალოცად იმყოფებოდა. მომლოცველობის ფარგლებში ახალგაზრდები კითხვა-პასუხის ფორმატᲨი Შეხვდნენ მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელს, არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელს, ლიდრის ეპისკოპოს ეპიფანეს და ირაკლიდიოსის მონასტრის იღუმენია პროდრომეს. მადლიერებას გამოვხატავთ პილიგრიმული პლატფორმა JC Ways-ის (WWW.JCWAYS.GE) მიმართ აღნიშნული დღეების სრულფასოვანი დაგეგმვისთვის. 2024 წლის 9-12 თებერვალს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის […]

იან 08
ქრისტეშობის საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში

კვირას, 7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში საღმრთო ლიტურგია 3 სხვადასხვა დროს აღევლინა. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://madliereba.ge/geo/vvid/შ-ო-ბ-ა-i-ქადაგება-07-01-2024

იან 01
ახალი წლის ტრადიციული ღამისთევის საღმრთო ლიტურგია – 2024

ჯვართამაღლების ტაძარში 31 დეკემბრიდან 1-ელ იანვარზე გარდამავალი ახალი წლის ტრადიციული ღამისთევის საღმრთო ლიტურგია აღავლინა წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ და სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად.

ოქტ 14
ჯვართამაღლების სამრევლოს ახალგაზრდების გასვლა ტაო-კლარჯეთში

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს 100-მდე ახალგაზრდა 6-8 ოქტომბერს ტაო-კლარჯეთში იმყოფებოდა. გასვლის ფარგლებში ახალგაზრდებმა მოინახულეს ქართული წმინდა და ისტორიული ადგილები: ხანძთა, ოთხთა, ოშკი, დოლისყანა, ხახული, არტანუჯი, იშხანი და ბანა.

სექ 30
ახალი პროექტი – მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის მიერ საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს:   “მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში” პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა შედგა ანსამბლ “ბასიანთან”.    https://youtu.be/v_fWqfN8L94?si=uo24h1FiVWLo52WU

სექ 27
ჯვრის ამაღლება 2023

ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, ჯვრის ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სატაძრო კომპლექსში საღმრთო ლიტურგია სამ სხვადასხვა დროს აღესრულა. კომპლექსის მთავარ ტაძარში წირვა აღავლინა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. წირვის შემდეგ აღესრულა ლიტანიობა ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილით, რომელიც არქიმანდრიტმა ეფრემმა (ვატოპედელი) ტაძრის სამრევლოსთვის ათონის წმ. მთიდან ჩამოაბრძანა 2022 […]

სექ 26
ეპისკოპოს გერასიმე ელიელის სტუმრობა ჯვართამაღლების ტაძარში

ორშაბათს, 25 სექტემბერს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს სტუმრობდა მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის სულიერი შვილი, ფორტ ვორსის (აშშ) ეპისკოპოსი გერასიმე ელიელი. ტაძრის მისიონერული ჯგუფის ინიციატივით, მრევლის წევრები მეუფე გერასიმეს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რომლებიც Შეეხებოდა მამა სერაფიმესა და სულიერი ცხოვრების პრაქტიკას.

სექ 21
არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის მე-3 სტუმრობა ჯვართამაღლების კომპლექსში

კვირას, 17 სექტემბერს, საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად.  ჯვართამაღლების სამრევლოს დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით, წირვის შემდეგ სატაძრო კომპლექსში არსებულ ათონის წმ. მთის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა მამა ეფრემთან. აგრეთვე შედგა ვატოპედის მონასტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნის ,,წმ.იოსებ ისიქასტი: წერილები და ლექსები” პრეზენტაცია. […]

სექ 11
რუმინული სამრევლოს სტუმრობა ჯვართამაღლების ტაძარში

კვირას, 10 სექტემბერს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს სტუმრობდა ბუქარესტის წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რუმინული სამრევლო 60-კაციანი შემადგენლობით, მათი წინამძღვრის – მღვდელ ბასილ იოანას თანხლებით. საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდგომ სტუმრებმა კომპლექსი დაათვალიერეს, შემდეგ კი მამა თეოდორეს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო, სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს.