...


ლიტანიობა

ჯვართამაღლების სამრევლოში დამკვიდრებული ტრადიციით ახალდაწერილ ხატებს, წმინდანთა ნაწილებს და სხვა საზეიმო დღეებში წმინდანთა ხატებს სამღვდელო დასი და მრევლი ლიტანიობით ეგებება. 

 

ლიტანიობისთვის ყველაფერი საგანგებოდ მზადდება: დაგებულია სადღესასწაულო წითელი ხალიჩები, რომელთა გასწვრივ ეწყობა მანდილოსანთა მწკრივი.

მრევლის წევრები თუ ღმრთისმსახურებაზე მოსული სხვა ქალბატონები ხატს/წმინდა ნაწილს ვარდის ფურცლების პნევით ეგებებიან.

 

ყოველი ლიტანიობის წინ სამრევლოს ახალგაზრდა გოგონათა გამშვენების ჯგუფი განსაკუთრებულად ალამაზებს წმინდანთა ხატებს და ზრუნავს ლიტანიობის პროცესის მოწესრიგებაზე. გოგონათა უმრავლესობა მსვლელობას სადღესასწაულო თეთრი ფერის სამოსლითა და თავსაბურავებით ხვდება.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის დროსაც ლიტანიობის პროცესის დროს ზედმიწევნით იყო დაცული სახელმწიფო რეგულაციები, რასაც ტაძრის ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჯგუფები უწევდნენ ორგანიზებას.

სიახლეები

აღდგომა ქრისტესი | 2022

2022 წლის 24 აპრილს ჯვართამაღლების ტაძარში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო...


ვიდეო

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.