კატეგორია: სიახლეები

აპრ 03
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” (გასვლა N2)

“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების ახალი ინიციატივა.  კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ჯვართამაღლების სამრევლოს ინიციატივით, ტაძრის ახალგაზრდებმა დაიწყეს მომლოცველობა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიისა და რეგიონის მონახულება სამოქალაქო აქტივობის ფორმატით.ორგანიზატორების ინიციატივა ეძღვნება პატრიარქ ილიას მამამთავრობის 45 წლისთავს. თითოეული გასვლა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან შეხვედრა; ეპარქიის წმინდა ადგილების მოლოცვა; რეგიონის კულტურულ-შემეცნებითი ადგილების მონახულება; […]

მარ 26
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს”

“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების ახალი ინიციატივა   კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ჯვართამაღლების სამრევლოს ინიციატივით, ტაძრის ახალგაზრდებმა დაიწყეს მომლოცველობა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიისა და რეგიონის მონახულება სამოქალაქო აქტივობის ფორმატით.   ორგანიზატორების ინიციატივა ეძღვნება პატრიარქ ილიას მამამთავრობის 45 წლისთავს.   თითოეული გასვლა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: 🔸ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან შეხვედრა; 🔸ეპარქიის წმინდა […]

მარ 10
11 მარტიდან, დიდმარხვაში, ყოველ შაბათს 22:00 საათზე – ტრადიციული პირდაპირი ეთერი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.

11 მარტიდან, დიდმარხვაში, ყოველ შაბათს 22:00 საათზე – ტრადიციული პირდაპირი ეთერი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის პირველი ნაწილი მონოლგს დაეთმობა, მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე. ვ ი დ ე ო

თებ 26
ინტერვიუ არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან

 ჯვართამაღლების ტაძარი წარმოგიდგენთ ინტერვიუთა ციკლს “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” – პროექტს, რომელიც მომზადებულია “წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” მიერ.   პროექტის მეხუთე სერიაში წარმოდგენილია ინტერვიუ არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან, რომელიც პასუხებს სცემს პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვებს.    პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი – თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელი საბა თავაძე.

თებ 18
წმ.პორფირი კავსოკალიველის სულიერი შვილის- ბერ პატაპიოსის სტუმრობა

პარასკევს, 17 თებერვალს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში სტუმრად იმყოფებოდნენ წმ.პორფირი კავსოკალიველის სულიერი შვილი, ღვთისმეტყველების დოქტორი, ბიზანტიური ხელოვნების მაგისტრი, ბერი პატაპიოს კავსოკალიველი (ათონის წმიდა მთა) და თეოლოგიის დოქტორანტი გაბრიელ ვიქტორ ბაკლეა (რუმინეთი). ტაძრის მისიონერული ჯგუფის ინიციატივით, მრევლის წევრები შეხვდნენ მამა პატაპიოსსა და ბატონ გაბრიელს. სტუმრებმა უპასუხეს შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა წმ.პორფირი კავსოკალიველსა და სულიერი ცხოვრების პრაქტიკას. ფ ო […]

თებ 14
წმინდა მოწამეების – ბიძინა (ჩოლოყაშვილი), შალვა და ელიზბარის (ქსნის ერისთავები) სახელობის ტაძრის კურთხევა

ორშაბათს, 13 თებერვალს, ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის მიერ ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მე-7, წმინდა მოწამეების – ბიძინა (ჩოლოყაშვილი), შალვა და ელიზბარის (ქსნის ერისთავები) სახელობის ტაძარი იკურთხა. ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…

დეკ 24
შეხვედრა არქიმანდრიტ ზაქარია ზაქარუსთან და არქიმანდრიტ პეტრე ესექსელთან

“გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, 23 დეკემბერს შედგა რიგით მე-5 Zoom შეხვედრა ესექსის მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ პეტრესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა მამა ზაქარიას მოხსენება, რომელსაც თარგმანით უზრუნველყოფდა თორნიკე მამნიაშვილი. წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია, “გრიგოლიადა 2022” იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსი და მასთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის […]

დეკ 17
შეხვედრა ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსთან

“გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, 16 დეკემბერს შედგა Zoom შეხვედრა ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსთან.  შეხვედრის თემა იყო “მართლმადიდებელი ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილება – საღმრთო ევქარისტია და გონებისმიერი ლოცვა (ისიქაზმი)”სინქრონული თარგმანს უზრუნველყოფდა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრი და სისტემური თეოლოგიის მაგისტრ ნინო საძაგლიშვილი.  წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია, “გრიგოლიადა 2022” იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის […]

დეკ 09
წმინდა გრიგოლ პალამა – ისიქასტი და მწირველი

“გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 10 დეკემბერს, 21:30 საათზე (თბილისის დროით), შედგება Zoom შეხვედრა არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან.   Შეხვედრის თემაა: “წმინდა გრიგოლ პალამა – ისიქასტი და მწირველი”.   წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო Კონფერენცია იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.   კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა. Შეხვედრის […]

დეკ 08
წმინდა გრიგოლ ხანძთელი – დიდი მღვდელი და ისიქასტი

7 დეკემბერს “გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, შედგა შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, რომელიც მიმდინარეობდა როგორც ვირტუალურ ფორმატში, ისე – ფიზიკურად. კონფერენციის II შეხვედრის თემა იყო “წმინდა გრიგოლ ხანძთელი – დიდი მღვდელი და ისიქასტი”. შეხვედრის სინქრონული თარგმანი მიმდინარეობდა ბერძნულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია, “გრიგოლიადა 2022” იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის […]

დეკ 03
“განსხვავება ჭეშმარიტ და არაჯანსაღ ქრისტიანობას შორის”

თსუ-ს სტუდენტების ინიციატივით, სივრცე 037 ორგანიზებითა და წმინდა გრიგოლ ხანძთელის განათლების კერი მხარდაჭერით 1 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში შედგა შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, თემით “განსხვავება ჭეშმარიტ და არაჯანსაღ ქრისტიანობას შორის”.

დეკ 02
სიმდაბლე – როგორც ისიქაზმისა და ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრების საფუძველი – ლიდრის ეპისკოპოსი ეპიფანე

30 ნოემბერს “გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში , შედგა პიველი Zoom შეხვედრა ლიდრის ეპისკოპოს ეპიფანესთან, რომელსაც, ასეულობით ქართველი და უცხოელი მსმენელი ესწრებოდა.    I შეხვედრის თემა იყო “სიმდაბლე – როგორც ისიქაზმისა და ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრების საფუძველი”. სინქრონული თარგმანით თანადგომას უზრუნველყოფდა ლიმასოლის ეპარქიის მღვდელი – გიორგი ხარებაშვილი.   წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია, “გრიგოლიადა 2022” იმართება […]