...

წმინდა გრიგოლ ხანძთელი – დიდი მღვდელი და ისიქასტი

7 დეკემბერს “გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, შედგა შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, რომელიც მიმდინარეობდა როგორც ვირტუალურ ფორმატში, ისე – ფიზიკურად.
 
კონფერენციის II შეხვედრის თემა იყო “წმინდა გრიგოლ ხანძთელი – დიდი მღვდელი და ისიქასტი”.
 
შეხვედრის სინქრონული თარგმანი მიმდინარეობდა ბერძნულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
 
წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია, “გრიგოლიადა 2022” იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ორგანიზატორების ინიციატივით, ეძღვნება მისსავე დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს.
 
კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა.
 
Შეხვედრის მხარდამჭერია პორტალი – PEMPTOUSIA.COM.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.