5 ნოემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ახალი მხატვრული ფილმის “ღვთისკაცი” საჯარო ჩვენება და განხილვა გაიმართა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან ერთად. ღონისძიება მიეძღვნა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 45-ე წლისთავს.
ხუთშაბათს, 22 სექტემბერს, საქართველოს კინოთეატრებში შედგა ფილმ “ღვთისკაცის” პრემიერა. მხატვრული ფილმი წმინდა ნექტარი ეგინელის, პენტაპოლელი მიტროპოლიტის, ცხოვრების მიხედვით ვატოპედის მონასტრის მხარდაჭერითაა შექმნილი და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მილიონობით მაყურებლმა უკვე იხილა. კინოჩვენება კვლავ გრძელდება. ფ ო ტ ო
2019 წლის 12 დეკემბერს ათონის დარბაზში გაიმართა ბექა სიხარულიძის ფილმის „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ჩვენება. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირველებს ენახათ ძალიან საინტერესო ფილმი, რომლის სიუჟეტი 90-იანი წლების თბილისში ვითარდება ქალაქში, რომელშიც ექიმს უწევს გააკეთოს საბედისწერო არჩევანი საკუთარ ოჯახსა და სხვის სიცოცხლეს შორის.
2019 წლის 8 თებერვალს ათონის დრბაზში ნიკოლოზ ხომასურიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის “დიდგორის” ჩვენება გაიმართა. საღამოს რეჟისორის გარდა სტუმრობდა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი. ჩვენება განსაკუთრებულ ატმოსფეროში შედგა: ფილმის ავტორმა და რეჟისორმა, მასში მონაწილე მსახიობებთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გაიხსენა საინტერესო ისტორიები გადასაღები მოედნიდან, უპასუხა მაყურებლის კითხვებს, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. უშუალოდ კინოჩვენება კი მისი თხრობის ფონზე წარიმართა. ათონის დარბაზი […]