2020 წლის 24 აგვისტოს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ეზოში, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ შედგა პირველი ტელეხიდი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსს შორის, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. შეხვედრაზე, რომელიც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფე იეროთეოსს სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრაქტიკული კითხვები დაუსვეს. ტელეხიდი შედგა ღია ცის ქვეშ, სადაც […]
2020 წლის 9 ივნისს ინტერნეტ პორტალ „პემპტუსიისა“ (www.pemptousia.gr) და „ათონის დარბაზის“ (www.atonisdarbazi.ge) თანამშრომლობით შედგა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტ ეფრემის დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან – დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით. ტელეხიდმა, რომლის პირველი ნაწილი მამა ეფრემის სიტყვას დაეთმო, 2 საათზე მეტ ხანს გასტანა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს […]
2020 წლის 28 მაისს, ამაღლების დღესასწაულის საღამოს, “ათონის დარბაზის“ ორგანიზებით შედგა ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის პირველი დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების მონაწილეობით. ტელეხიდი 1სთ და 30წთ-ის განმავლობაში გრძელდებოდა და მას სამრევლოს 100-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური კითვები დაუსვეს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით.