კატეგორია: განათლების კერა

ივნ 15
შეხვედრა არქიმანდრიტ ზაქარია ზაქარუსთან

  14 ივნისს ჯვართამაღლების ტაძრის ინიციატივით და პორტალ “Pemptousia”-ს ორგანიზებით გაიმართა დისტანციური შეხვედრა ინგლისიდან წმ.სოფრონ ინგლისელის (სახაროვი) სულიერ მემკვიდრესთან, არქიმანდრიტ ზაქარია ზაქარუსთან.   თავდაპირველად არქიმანდრიტმა ზაქარიამ ისაუბრა, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის თემა იყო “ღვთის შვილობა – ლოცვა მთელი კაცობრიობისთვის”   

ივნ 14
“სამართალი და რელიგია, მსგავსებები და განსხვავებები” – მოსწავლეების და სტუდენტების საჯარო შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან

13 ივნისს საინიციატივო ჯგუფის “უნივერსალური მომავალი” იდეით და “განათლების კერის” ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეების და სტუდენტების საჯარო შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე “სამართალი და რელიგია, მსგავსებები და განსხვავებები”. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო.

მაი 02
ინტერვიუ მეუფე ათანასესთან – ციკლიდან “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა”

პროექტის “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” პირველ სერიაში წარმოდგენილია ინტერვიუ მეუფე ათანასესთან, რომელიც პასუხებს სცემს პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვებს. მეუფე ათანასე ასევე იხსენებს ეკლესიის მიერ კანონიზირებულ და გამორჩეულ მამებს, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა. პროექტი მომზადებულია ჯვართამაღლების ტაძართან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” მიერ. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი – თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის […]

  • სიახლეები
აპრ 10
ახალი პროექტი “დეკანოზი თეოდორე გიგნაძე მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მოღვაწეების შესახებ”

მამა თეოდორე წმ.ეფრემ კატუნაკელის შესახებ 2021 წლის 13 ივლისს ჯვართამაღლების ტაძართან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” სახელით პირველი პროექტი დაიწყო, რომელიც მოიცავს მამა თეოდორეს საუბრების ციკლს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მამებისა და წმინდანების შესახებ. პროექტის პირველ სერიაში მამა თეოდორე წმ.ეფრემ კატუნაკელის შესახებ საუბრობს. პროექტის ფარგლებში გამოყენებული ყველა ფოტო თუ ვიდეომასალა გადაღებული და დამუშავებული სამრევლოს გადამღებთა და […]

აპრ 09
ახალი პროექტი: “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა”

2022 წლის 8 აპრილს, ჯვართამაღლების ტაძართან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” სახელით ახალი პროექტი “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” დაიწყო. პროექტი მოიცავს ინტერვიუთა ციკლს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეულ და ცნობილ სასულიერო პირებთან, რომლებიც ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლის გამგრძელებელნი და მემკვიდრენი არიან. ისინი საუბრობენ პრაქტიკული სულიერი ცხოვრების უმთავრესი და აქტუალური საკითხების შესახებ. პროექტის […]

მარ 13
დიდმარხვის პირველი კვირის LIVE შეხვედრა

2022 წლის 12 მარტს, დიდმარხვის პირველ კვირას, “ათონის დარბაზის” ორგანიზებით, შედგა საჯარო live შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: “რატომ მართლმადიდებლობა?” ჩართვის პირველი ნაწილი მამა თეოდორეს მონოლოგს დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილი – შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემას. ყველა მსურველისთვის იყო შესაძლებელი მათთვის საინტერესო კითხვების წინასწარ გამოგზავნა ტაძრის facebook გვერდებზე.

მარ 06
დიდმარხვიწინა ტრადიციული საჯარო LIVE შეხვედრა

2022 წლის 5 მაისს, “ათონის დარბაზის” ორგანიზებით, შედგა დიდმარხვისწინა ტრადიციული საჯარო live შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: “დიდმარხვა – სულიერი ცხოვრების დაწყების და განახლების ასპარეზი”. ჩართვის პირველი ნაწილი მამა თეოდორეს მონოლოგს დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილი – შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემას. ყველა მსურველისთვის იყო შესაძლებელი მათთვის საინტერესო კითხვების წინასწარ გამოგზავნა ტაძრის facebook გვერდებზე.

მარ 01
რიგით მე-3 დისტანციური შეხვედრა არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან

2022 წლის 31 იანვარს, “ათონის დარბაზის” (www.atonisdarbazi.ge) ინიციატივითა და პორტალ “პემპტუსიას” (www.pemtousia.gr) თანამშრომლობით, შედგა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის იღუმენის – არქიმანდრიტ ეფრემის რიგით მე-3 დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და ტაძრის სამრევლოსთან. ტელეხიდს, რომელიც თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, 500-მდე ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა; სამრევლოს ახალგაზრდებმა მამა ეფრემს სულიერ […]

დეკ 21
მამა თეოდორეს და გიორგი დონაძის შეხვედრა

ათონის დარბაზის ორგანიზებით შედგა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ თეოდორე გიგნაძისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის შეხვედრა.- საუბრის თემა იყო “ქართული მრავალხმიანი გალობისა და საღმრთო ლიტურგიის ურთიერთმიმართება”. ვ ი დ ე ო