კატეგორია: “ათონის დარბაზის” შეხვედრები

მაი 07
ბრწყინვალე აღდგომის მსახურება

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. წირვის შემდგომ წინამძღვართან და მამებთან ერთად გაიმართა სამრევლო სადღესასწაულო შეხვედრა ათონის დარბაზში. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: madliereba.ge/geo/vvid/ა-ღ-დ-გ-ო-მ-ა-ქადაგება-20-04-2025

სექ 14
19-24 სექტემბერს საქართველოში ჩამობრძანდება ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

⚜️ 19-24 სექტემბერს საქართველოში ჩამობრძანდება ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე ⚜️ ვიზიტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის კურთხევით და ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერის” ორგანიზებით იმართება და მოიცავს საჯარო შეხვედრებს მიტროპოლიტ ათანასესთან. 📍 შეხვედრებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებს უმორჩილესად გთხოვთ, აუცილებლად მიჰყვეთ ინსტრუქციას და აირჩიოთ ერთ-ერთი ფორმა: ▪️ გაიაროთ რეგისტრაცია (თითოეულ შეხვედრას […]

დეკ 21
მამა თეოდორეს და გიორგი დონაძის შეხვედრა

ათონის დარბაზის ორგანიზებით შედგა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ თეოდორე გიგნაძისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის შეხვედრა.- საუბრის თემა იყო “ქართული მრავალხმიანი გალობისა და საღმრთო ლიტურგიის ურთიერთმიმართება”. ვ ი დ ე ო

ივნ 27
დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მარხვისწინა საჯარო ლაივ შეხვედრა

2021 წლის 26 ივნისს, “ათონის დარბაზის” ორგანიზებით, შედგა ტრადიციული, მარხვის წინა საჯარო live შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის თემა იყო: იოსებ ისიქასტის სკოლა და მისი მემკვიდრეობა – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი. ვ ი დ ე ო

სექ 21
დისტანციური შეხვედრა პროფესორ სტავროს იანკაზოღლუსთან

2020 წლის 21 სექტემბერს, ათონის დარბაზის” (www.atonisdarbazi.ge) ორგანიზებით შედგა ათენის კაპოდისტრიასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ სტავროს იანკაზოღლუს დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და ტაძრის სამრევლოსთან. შეხვედრის თემა იყო “ეკლესია – ინსტიტუცია და ქარიზმა, ეკლესიის მისტერიის ასპექტები” შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პროფესორი სტავროსის სიტყვას. მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა პროფესორს დაუსვეს […]

თებ 02
წიგნი და წიგნიერება • შეხვედრა გიორგი კეკელიძესთან

 7 თებერვალს, საღამოს 8 საათზე,  ,,ათონის დარბაზმა” ქვეყნის მთავარ წიგნთმცველს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, მწერალსა და პოეტს გიორგი კეკელიძეს უმასპინძლა თემით: ,,წიგნი და წიგნიერება“. საღამო ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ ნაწილში სტუმარმა ისაუბრა შერჩეული თემის გარშემო, შემდეგ კი პასუხობდა აუდიტორიის კიხვებს. საღამო განსაკუთრებით საინტერესო იყო ახალგაზრდებისთვის – სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის. შეხვედრაზე დასწრება, ტრადიციულად, […]

იან 30
თუშეთი • ფოლკლორული ზეპირსიტყვიერება და მუსიკა

30 იანვარს, ათონის დარბაზში დაიწყო შეხვედრათა ახალი ციკლი – ,,მოვიაროთ საქართველო”. ციკლური საღამოების პირველი შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და გამორჩეულ კუთხეს – თ უ შ ე თ ს მოწვეულმა სტუმრებმა, ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ თუშეთის ტრადიციებსა და ზეპირსიტყვიერებაზე ისაუბრა, ხოლო ლოტბარმა, ლელა თათარაიძემ საღამო თუშური ჰანგებით გაალამაზა. ფოტოები იხილეთ მეტი… ვ ი დ ე ო […]

დეკ 27
“ალილოს” საიუბილეო შემოქმედებითი საღამო

27 დეკემბერს ათონის დარბაზში 2019 წლის ბოლო ღონისძიება გაიმართა ჯგუფ ,,ალილოსთან” ერთად. საიუბილეო, შემოქმედებით საღამოზე გაიჟღერა ყველასათვის საყვარელმა სიმღერებმა ,,ალილოს” რეპერტუარიდან, რომლებიც ასე უხდება მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებს. საღამოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეტარებინათ 2019 წლის ბოლო პარასკევი საღამო თბილ და სადღესასწაულო გარემოში, დაესვათ კითხვები თავიანთი საყვარელი მომღერლებისთვის და ჰქონოდათ მათთან ცოცხალი კომუნიკაცია ღონისძიებას არ ჩაუვლია […]

დეკ 23
ლევან საგინაშვილი • შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის გზა გამარჯვებამდე

2019 წლის 23 დეკემბერს, 20:00 საათზე, „ათონის დარბაზმა“ უმასპინძლა მსოფლიოსა და ევროპის არა ერთგზის ჩემპიონს, მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს. მან ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ტოპ 8-ში იასპარეზა და მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტული მოიპოვა. სტუმარმა, თავის მწვრთნელთან, ლადო ხუციშვილთან ერთად ისაუბრა სასპორტო ცხოვრების თავისებურებების, მთავარი გამოწვევების, ყველაზე დიდი სირთულეებისა და ღირებულებების შესახებ.