ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. წირვის შემდგომ წინამძღვართან და მამებთან ერთად გაიმართა სამრევლო სადღესასწაულო შეხვედრა ათონის დარბაზში. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: madliereba.ge/geo/vvid/ა-ღ-დ-გ-ო-მ-ა-ქადაგება-20-04-2025
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://madliereba.ge/geo/vvid/მკვდრეთით-აღმდგარი-მაცხო ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…
2022 წლის 24 აპრილს ჯვართამაღლების ტაძარში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია განსაკუთრებული ზეიმურობით აღევლინა. მსახურებას სტუმარი სასულიერო პირები და 500-მდე მორწმუნე ესწრებოდა.
2022 წლის 14 თებერვლიდან 15 თებერვალზე გარდამავალი მირქმის სადღესასწაულო ღამისთევის საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ. მირქმის დღესასწაული ჯვართამაღლების ტაძარში განსაკუთრებულად აღინიშნა: ზიარების დროს, სეფისკვერებთან ერთად, ლიტურგიაზე მომსვლელებს გამშვენებული სანთლები დაურიგდათ. წირვის შემდგომ კი სამღვდელო დასი და სამრევლო დღესასწაულს განსაკუთრებული საზეიმო განწყობით, ლიტანიობით მიეგება. დღესასწაულის წინა დღეს, მირქმის საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, აღესრულა […]
2021 წლის 22 ივლისის ღამისთევის საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში აღავლინა ტაძრის წინამძღვამრა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ. 22 ივლისი ტაძრის სამრევლოსთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი თარიღია: 2020 წლის 22 ივლისი ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრის კურთხევის დღეა (ღვთისმსახურების დაწყებიდან ერთი წლის თავი) – ტაძრის, რომელიც მსოფლიო საერო სივრცეში ღირსი […]
2021 წლის 4 სექტემბერს, მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა – დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს დიდი ნაწილის მონაწილეობით. ფ ო ტ ო