კატეგორია: “დედა სიმდაბლისა”

ივნ 30
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი – ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში ახალი ტაძარი იკურთხა

29 ივნისის ღამეს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი იკურთხა. საღმრთო ლიტურგია აღავლინა ამბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად.  მსახურება ასევე განსაკუთრებული იყო ტაძრის სამრევლოსათვის: სტუმარ სასულიერო პირებთან და გუნდ “შვიდკაცასთან” ერთად ერთობის  სიხარულით აღინიშნა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის რიგით მე-4 ტაძრის კურთხევა.  წირვაზე მოსულებს […]

აპრ 22
პარაკლისი და დაუჯდომელი ხატისა “დედა სიმდაბლისა”

2022 წლის 21 აპრილს გამოიცა პარაკლისი და დაუჯდომელი ხატისა “დედა სიმდაბლისა”

თებ 22
ლიტანიობა ხატით “დედა სიმდაბლისა” უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო და 24-საათიანი მსახურება ხატთან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის გათვალისწინებით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, 2022 წლის 27 თებერვალს, ლიტურგიის დაწყებამდე აღესრულა ლიტანიობა ხატით “დედა სიმდაბლისა”. მიმდინარე კვირის განმავლობაში ხსენებულ განსაცდელთან დაკავშირებით ჯვართამაღლების ტაძარში ხატთან “დედა სიმდაბლისა” აღესრულებოდა განუწყვეტელი, 24-საათიანი ღმრთისმსახურება, მათ შორის – ყოველდღიური ღამისთევის საღმრთო ლიტურგია. იხილეთ სამრევლოს ტექნიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ვიდეო (ვიდეო ითარგმნა ინგლისურ, ბერძნულ, უკაინულ, რუსულ, ფრანგულ […]

  • "დედა სიმდაბლისა"
ნოე 06
პირველი პარაკლისი ხატთან  “დედა სიმდაბლისა”

2021 წლის 4 ნოემბერს ჯვართამაღლების ტაძარში აღევლინა პირველი პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა”. პარაკლისი აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამსახურ სასულიერო პირებთან ერთად. პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა” აღევლინება ჯვართამაღლების ტაძარში ყოველ ხუთშაბათს 19:30 სთ-ზე. “დედა სიმდაბლისა” ჯვართამაღლების ტაძარში ახლადშექმნილი ხატია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. იდეის ავტორია ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, საბა თავაძე, ხოლო ხატმწერი – […]

ოქტ 24
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს 2022 წლის 29 ივნისს რიგით მე-4, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი შეემატა. ტაძარი ამბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აკურთხა. ინტერიერის მთავარი ფერი თეთრია და მასში წარმოდგენილია ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი მოზაიკური სერია.  სწორედ აქ არის ასევე დავანებული ხატ “დედა სიმდაბლისას” მთავარი ასლი,  რომელთანაც პარაკლისი ყოველ ხუთშაბათს აღევლინება.