2022 წლის 14 თებერვლიდან 15 თებერვალზე გარდამავალი მირქმის სადღესასწაულო ღამისთევის საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.
მირქმის დღესასწაული ჯვართამაღლების ტაძარში განსაკუთრებულად აღინიშნა: ზიარების დროს, სეფისკვერებთან ერთად, ლიტურგიაზე მომსვლელებს გამშვენებული სანთლები დაურიგდათ. წირვის შემდგომ კი სამღვდელო დასი და სამრევლო დღესასწაულს განსაკუთრებული საზეიმო განწყობით, ლიტანიობით მიეგება.
დღესასწაულის წინა დღეს, მირქმის საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, აღესრულა ლიტია – პურის კურთხევის მსახურება.