...
ჯვრის ამაღლების ტაძრის ტექნიკური ჯგუფი, როგორც სამრევლოს მისიონერული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება,  უზრუნველყოფს ჯვართამაღლების ტაძრის კომპლექსის მსახურებების, წინამძღვარ – დეკანოზ თეოდორე გიგნაძის დისტანციური/საჯარო შეხვედრების, “ათონის დარბაზის” მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების გადაღებასა და გავრცელებას არაერთ სოციალურ პლატფორმაზე.
 
ტაძრის ტექნიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა და ვითარდება 2018 წლიდან, მრევლის ახალგზარდობის ინიციატივითა და მოხალისეობით.
ჯგუფის წევრების რაოდენობის ზრდამ და მათმა აქტიურმა ჩართულობამ მომდევნო წლების განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა ტაძრის მისიონერულ საქმიანობაში და ფოტო-ვიდეო გადაღების მრავალი მიმართულება განავითარა. 
 
ამჟამად ტექნიკურ ჯგუფში მრევლის 15-მდე ახალგაზრდაა მოხალისეობრივად ჩართული, ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად. ჯგუფის საქმიანობებია: სამრევლო ცხოვრებისა და მისიონერული აქტივობების ამსახველი კადრების შექმნა (ფოტო-ვიდეო გადაღება), ტაძრის სოციალურ პლატფორმებზე და საიტებზე განსათავსებელი მასალების შექმნა, ტექნიკურ ინვენტარზე ზრუნვა და სხვა. ჯგუფის ყველა პასუხისმგებლობა და მიმართულება მუდმივი განვითარებისა და ზრდის პროცესშია, რაც განპირობებულია ტექნიკური ჯგუფის წევრების სწრაფვით მოწესრიგებული და გულმხურვალე მსახურებისკენ.
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.