...

“თეთრჟილეტიანები”

“თეთრჟილეტიანების” შესახებ

2020 წლის მარტიდან, მას შემდეგ რაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, სახელმწიფო რეგულაციების სრული გათვალისწინებისა და მორჩილების მიზნით, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში საგანგებოდ შეიქმნა/ჩამოყალიბდა მსახურთა სპეციალური ჯგუფი – ე.წ “თეთრჟილეტიანები”

ახალი სახელმწიფო რეგულაციების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში ტაძრის სამრევლოში შეიკერა სპეციალური თეთრი ჟილეტები სამრევლოს ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც დღემდე ემსახურებიან ლიტურგიაზე მომსვლელებს.

ვინაიდან  მრევლის უდიდესი ნაწილი, რეგულაციებიდან გამომდინარე, ღია ცის ქვეშ ესწრებოდა ლიტურგიას, ე.წ “თეთრჟილეტიანი” სტიქაროსნები უზრუნველყოფდნენ და დღემდე უზრუნველყოფენ რეგულაციების დაცვას, როგორც ტაძრის შიგნით, ისე – მის გარეთ: ისინი ორგანიზებას უკეთებდნენ ლიტურგიაში მონაწილეთა მიერ პირბადეების ტარებას, ზიარების დროს მრევლის დისტანცირებულ გადაადგილებასა და ყველა სხვა რეკომენდაციის გათვალისწინებას. 

ამასთანავე, ისინი წირვაზე მომსვლელთათვის ზრუნავენ გარე სასანთლისა და სალოცავი კუთხეების მოწყობაზე, პლედებისა და ქოლგების დარიგებაზე შესაბამის ამინდებში, დასაჯდომი სკამების დისტანცირებით განლაგებაზე ეზოში და ა.შ. “თეთრჟილეტიანები” ასევე ტაძრის მომარაგებასაც უზრუნვეყლყოფენ ისეთი აუცილებელი აღჭურვილობით, როგორიცაა: პირბადეები, ერთჯერადი ხელთათმანები, სადეზინფეციო ხსნარი და სხვ. 

ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსა და “თეთრჟილეტიანებისთვის” პანდემიური რეალობა და მისგან განპირობებული მოცემულობები მორიგი მზაობა იყო უფლის ძიებისა და დიდების შეძლებისდაგვარად სრულყოფილი ფორმებით გაგრძელებისა.

 

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.