7 თებერვალს, საღამოს 8 საათზე,  ,,ათონის დარბაზმა” ქვეყნის მთავარ წიგნთმცველს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, მწერალსა და პოეტს გიორგი კეკელიძეს უმასპინძლა თემით: ,,წიგნი და წიგნიერება“.

საღამო ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ ნაწილში სტუმარმა ისაუბრა შერჩეული თემის გარშემო, შემდეგ კი პასუხობდა აუდიტორიის კიხვებს. საღამო განსაკუთრებით საინტერესო იყო ახალგაზრდებისთვის – სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.

შეხვედრაზე დასწრება, ტრადიციულად, თავისუფალი იყო ყველა მსურველისთვის.

 

ფოტო

ვიდეო

Comments

mood_bad
  • No comments yet.
  • Add a comment