კატეგორია: სიახლეები

ივნ 27
დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მარხვისწინა საჯარო ლაივ შეხვედრა

2021 წლის 26 ივნისს, “ათონის დარბაზის” ორგანიზებით, შედგა ტრადიციული, მარხვის წინა საჯარო live შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის თემა იყო: იოსებ ისიქასტის სკოლა და მისი მემკვიდრეობა – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი. ვ ი დ ე ო

აპრ 08
დისტანციური შეხვედრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან

2021 წლის 7 აპრილს “ათონის დარბაზის” ორგანიზებით შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების დისტანციური შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის თემა იყო მორალი და ზნეობა საერო და საეკლესიო სამართალში. ვ ი დ ე ო

მარ 22
ჯვართამაღლების ტაძრის პანტოკრატორი

საქართველოს ეკლესიას შეემატა ახალი, უნიკალური მოზაიკური ფრესკა – აია სოფიას პანტოკრატორის ზუსტი ასლი, რომელიც გამოსახულია თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის კონქზე.   ვ ი დ ე ო

თებ 07
წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხატის შემობრძანება

2021  წლის 7 თებერვალს, წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების ტაძრისთვის დაწერილი ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში. ვ ი დ ე ო https://youtu.be/1R3Xqk_aal0

იან 31
წმინდა ანტონი დიდის ხატის შემობრძანება

2021 წლის 31 იანვარი განსაკუთრებული იყო ტაძრის სამრევლოსთვის: ჯვართამაღლების ხატთა კრებულს შეემატა წმინდა ანტონი დიდის ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში.  ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო

იან 01
წმინდა დანიელ კატუნაკელის ხატის შემობრძანება

2021 წლის პირველი იანვრის ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული, წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი, ღირსი ათონელი მამის – წმინდა დანიელ კატუნაკელის ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში.  ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო

დეკ 13
ღირსი ათონელი მამის არსენ მღვიმელის ხატის შემობრძანება

2020 წლის 13 დეკემბერს, წირვის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული წმინდა იოსებ ისიქასტის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი ღირსი ათონელი მამის – არსენ მღვიმელის ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო

ნოე 15
წმინდა წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლას ხატის შემობრძანება

2020 წლის 15 ნოემბერს, წირვის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლას ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში.  ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო

ნოე 05
ღირსი ხარლამპე დიონისელის ხატის შემობრძანება

2020 წელს 4 ნოემბრიდან 5 ნოემბერზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურღიის დაწყებამდე, ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის, წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი ღირსი ათონელი მამის – ხარლამპე დიონისელის ხატი, რომელსაც ტაძრის სამღვდელო დასი და სამრევლო საზეიმო პატივით მიეგება. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო

ოქტ 25
წიგნის – ,,ბერი იოსებ ვატოპედელი” წარდგენა

2020 წლის 25 ოქტომბერს, წირვის დასრულების შემდეგ, ტაძრის ეზოში, შედგა წარდგინება არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის ქართული თარგმნილი წიგნის – ,,ბერი იოსებ ვატოპედელი”, რომელზე წვდომაც უახლოეს დღეებში, გარდა ჩვენი ტაძრისა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საეკლესიო და წიგნის მაღაზიებში.   ვ ი დ ე ო https://youtu.be/y0WeHqfuF4I

სექ 28
“ქართული კუთხის” წარდგენა

2020 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაული გამორჩეულად აღნიშნა ტაძრის სამრევლომ – გაიმართა ქართველი ემიგრანტებისადმი მიძღვნილი “ქართული კუთხის” წარდგენის ღონისძიება ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში. საღამოს სპეციალური სტუმარი იყო ანსამბლი “ბასიანი”. ვ ი დ ე ო https://youtu.be/nFwlg33AEFo ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…

სექ 17
ღირსი იოსებ ვატოპედელის ხატის შემობრძანება

2020 წელს 16-დან 17 სექტემბერზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურღიის დაწყებამდე, ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის, წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი ღირსი ათონელი მამის – იოსებ ვატოპედელის ხატი, რომელსაც ტაძრის სამღვდელო დასი და სამრევლო საზეიმო პატივით მიეგება. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო