არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი საქართველოში ჩამობრძანდა. მამა ეფრემსა და მის მიერ ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლს “პარამითია”(მანუგეშებელი) აეროპორტში ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდობა მიეგება. ხატი აეროპორტიდან მობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში. ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, პარაკლისი აღავლინა. დღეიდან კი (15 სექტემბრიდან) ხატთან აღევლინება 24-საათიანი უწყვეტი მსახურება, ყოველდღიური ღამის ლიტურგიები 23:00 საათზე და პარაკლისები 19:30 საათზე. 21 სექტემბერს […]
ჯვართამაღლების ტაძარი წარმოგიდგენთ ინტერვიუთა ციკლს “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” – პროექტს, რომელიც მომზადებულია “წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” მიერ. პროექტის მეოთხე სერიაში წარმოდგენილია ინტერვიუ მახერას მონასტრის (კვიპროსი) წინამძღვართან, ლიდრის ეპისკოპოს ეპიფანესთან, რომელიც პასუხებს სცემს სულიერი ცხოვრების პრაქტიკასთან დაკავშირებულ კითხვებს. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი – თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელი საბა თავაძე. ვ […]
16 ივლისს შედგა წმ.მაქსიმე ბერძენის ინსტიტუტის დირექტორისა და ევგენი ვულგარის სახელობის ციფრული აკადემიის ხელმძღვანელის, ნიკო გურაროს, ინტერვიუ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე ,,სამრევლო ცხოვრების მოწყობა და აღორძინება” ბატონი ნიკო გურარო საგანგებოდ იმყოფებოდა თბილისის ჯვართამაღლების სამრევლოში სტუმრად აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ფ ო ტ ო
29 ივლისს “წმინდა გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” ორგანიზებით და “ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” მხარდაჭერით შედგა რიგით მე-4 საჯარო შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. აღნიშნული საღამო მიეძღვნა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ანგელოზის დღეს და აღსაყდრების 45-ე წლისთავს. შეხვედრის თემა იყო: “მოწამეთა მიწა – საქართველო”. შეხვედრა გახსნა ანსამბლმა “ბასიანმა”. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
კვირას, 17 ივლისს, “წმინდა გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” ორგანიზებით და “ფოლკლორის ცენტრის” მხარდაჭერით შედგა რიგით მე-3 საჯარო შეხვედრა ფოლკლორის ცენტრში დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის თემა იყო: “გრიგოლ ხანძთელი და იოსებ ისიქასტი – მოციქულებრივი ღვაწლი და გლობალური ნაყოფები თანამედროვეობისათვის” შეხვედრაში სინქრონული თარგმანის მეშვეობით მონაწილეობას იღებდა წმ.მაქსიმე ბერძენის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ნიკო გურარო. იხილეთ შეხვედრის სრული ჩანაწერი […]
13-დან 14 ივლისზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ბერ იოსებ ვატოპედელის დაბადებიდან 101-ე და გარდაცვალებიდან მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმოდ შემობრძანდა მისი წმინდა ნაწილი, რომელიც არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის მამა თეოდორეს გადასცა. ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა თანამწირველ და სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
10/11 ივლისის ღამეს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღინიშნა ღირსი სოფრონ ინგლისელის (სახაროვი) ხსენება და იკურთხა მისივე სახელობის ტაძარი. ღვთისმსახურება აღავლინა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…
“წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” მიერ მომზადებული პროექტის “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” მეორე სერიაში წარმოდგენილია ინტერვიუ ირაკლიდიოსის მონასტრის (კვიპროსი) წინამძღვართან, იღუმენია პროდრომესთან, რომელიც პასუხებს სცემს პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვებს. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელი საბა თავაძე. პროექტის ფარგლებში გამოყენებული ყველა ფოტო თუ ვიდეომასალა გადაღებული და დამუშავებულია სამრევლოს გადამღებთა და […]
პარასკევს, 7 ივლისს, ჯვართამაღლების ტაძრის ინიციატივითა და პორტალ “Pemptousia”-ს მხარდაჭერით გაიმართა მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის დისტანციური შეხვედრა თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთან. შეხვედრის ჩანაწერი (პირდაპირი ტრანსლაცია) შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/JvartamaghlebaChurch/videos/5519511008080535
29 ივნისის ღამეს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი იკურთხა. საღმრთო ლიტურგია აღავლინა ამბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. მსახურება ასევე განსაკუთრებული იყო ტაძრის სამრევლოსათვის: სტუმარ სასულიერო პირებთან და გუნდ “შვიდკაცასთან” ერთად ერთობის სიხარულით აღინიშნა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის რიგით მე-4 ტაძრის კურთხევა. წირვაზე მოსულებს […]
27 ივნისს ჯვართამაღლების ტაძრის ინიციატივითა და პორტალ “Pemptousia”-ს მხარდაჭერით გაიმართა არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის დისტანციური შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ შვილგარდაცვლილ ოჯახებთან. შეხვედრის ჩანაწერი (პირდაპირი ტრანსლაცია) შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/JvartamaghlebaChurch/videos/607065917494584